workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
SER | მორიბას გარემოცვასთან მოლაპარაკებები 2 კვირაში დაიწყება

SER | მორიბას გარემოცვასთან მოლაპარაკებები 2 კვირაში დაიწყება

ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე “ბარსელონას” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ფეხბურთელის ახალ აგენტებთან მოლაპარაკებები გართულდა.

SER-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხილვები ორ კვირაში დაიწყება. ხელფასზე საუბარი ჯერჯერობით საერთოდ არ ყოფილა და კლუბს იმედი აქვს, რომ სწორედ ანაზღაურების გარკვევის შემდეგ მორიბას დაყოლიებას ახალ ხელშეკრულებაზე მაინც შეძლებს.

“ლა მასიის” აღზრდილ ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. რონალდ კუმანის ხელში ილაიშს საკმაო რაოდენობის სათამაშო დრო მიეცა და გაცემული ავანსებიც გაამართლა. მან “ბარსას” ძირითად გუნდთან ერთად 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლთან ერთად აქტივში 3 ასისტიც მიითვალა. 18 წლის მორიბას Transfermarkt.com 10 მილიონ ევროდ აფასებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 17:44

    ამ მორიბას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, თუ მიყვა საქმეს სერიოზულად, დადგება საშუალო დონის ბარსელონელი ფეხბურთელი.

  • JasoN
    schedule 04 ივნ 2021, 01:50

    ციტატა: ♠️Spooky♠️

    ციტატა: JasoN
    ეხლა ვუყურე რობერტო ბაჯოზე გადაღებულ ახალ ფილმს. ლეგენდა რომელიც არასოდეს დამავიწყდება და გული მწყდება ასეთი ფეხბურთელები რომ მიდიან საფეხბურთო სამყაროდან (((


    Legenda dzami, msoflio fexburtis caze ert-erti yvelaze kashkasha varskvlavi,uigblo sakmaod mara xalxma xo vicit ra donec iyo, yvelaferi titulebshi da materialur sakitxebshi ro araa bevrjer damtkicebula.


    კი და როგორც ფეხბურთელს მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი თუმცა მისი პირადი ცხოვრება და განვლილი გზა ნამდვილად ბევრი რამ არ ვიცოდი თუნდაც შენი ნახსენები მისი უიღბლობა. 94 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით დავიწყე ისე ყურება მისი აცილებული პენალტი ფინალში და ეხლა ამ ფილმის ყურებით თითქმის მთელი ბავშობა გამახსენდა ))) ახალ თაობას მჯერა ზუსტად ასე დაწყდება გული მესის ფეხბურთიდან წასვლაც და არა მარტო მესის…

  • ♠️Spooky♠️
    schedule 04 ივნ 2021, 00:20

    ციტატა: JasoN
    ეხლა ვუყურე რობერტო ბაჯოზე გადაღებულ ახალ ფილმს. ლეგენდა რომელიც არასოდეს დამავიწყდება და გული მწყდება ასეთი ფეხბურთელები რომ მიდიან საფეხბურთო სამყაროდან (((


    Legenda dzami, msoflio fexburtis caze ert-erti yvelaze kashkasha varskvlavi,uigblo sakmaod mara xalxma xo vicit ra donec iyo, yvelaferi titulebshi da materialur sakitxebshi ro araa bevrjer damtkicebula.

  • JasoN
    schedule 04 ივნ 2021, 00:05

    ეხლა ვუყურე რობერტო ბაჯოზე გადაღებულ ახალ ფილმს. ლეგენდა რომელიც არასოდეს დამავიწყდება და გული მწყდება ასეთი ფეხბურთელები რომ მიდიან საფეხბურთო სამყაროდან (((