workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS | სერჟი რობერტოს წასვლის შანსები იზრდება

AS | სერჟი რობერტოს წასვლის შანსები იზრდება

“ბარსელონაში” ემერსონის დაბრუნებისა და ვეინალდუმის მოსვლის შემთხვევაში სერჟი რობერტოს სათამაშო დრო, შესაძლოა, კრიტიკულად შემცირდეს. 

28 წლის ვიცე-კაპიტანს უნივერსალური თვისებების გამო სწორედ ამ ორი ფეხბურთელის შესაფერის პოზიციებზე აქვს თამაშის გამოცდილება. ახალწვეულების მოსვლით და თავის მხრივ, ესპანელის გახშირებული ტრავმიანობის გამო დიდია იმის შანსი, რომ ზაფხულში რობერტომ “ბარსელონა” დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს.

მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, გახანგრძლივებაზე კი ჯერჯერობით დამაიმედებელი ცნობები არ ვრცელდება. თუ კლუბს მისი შენარჩუნება არ სურს, რობერტოს ამ ზაფხულშივე გაყიდვა უპრიანი იქნებოდა.

“ლა მასიის” აღზრდილს ბოლო სეზონები ჩაუავრდა. განსაკუთრებით 2020/21-ის სეზონი. ამ პერიოდში მან ტრავმა 3-ჯერ მიიღო და ჯამში 4 თვეზე მეტის გამოტოვება მოუწია. სეზონის ბოლოს მიღებული დაზიანების გამო რობერტო ევრო 2020-ზეც ვერ იასპარეზებს.

ესპანელი Transfermakt.com-ზე 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • nika 54
    schedule 28 მაი 2021, 17:49

    ამას არავინ არ წაიყვანს, არასდროს არაფრით არ გამოირჩეოდა, და ბარსაში ადგილს ღირსეული შემცვლელის არ ყოფნის გამო ინარჩუნებდა. სადაც დასჭირდებოდათ იქ ტენიდნენ, ერთხელ საერთოდ თავდასხმაშიც ათამაშა ვალვერდემ.

  • El pistolero 9
    schedule 28 მაი 2021, 14:03

    15-20ად მაინც რო გაგვაყიდინა არ იქნებოდა ურიგო

  • BerdzenaFcb
    schedule 28 მაი 2021, 12:21

    Nina,
    ანუ, სწორად გაიგე, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და არც ფეხბურთის ცოდნა-არცოდნაში ვეკამათები. უბრალოდ ეს კაცი ძალიან დაუფასებელია და არ მომწონს რა. ბევრი ფაქტორის გამო სერჟი რობერტო გუნდში უნდა დარჩეს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ეს გაყიდონ რთული ფინანსური მდგომარეობაა. ისე კიდე ბარსას კაცია და, როგორც გუნდს, ისე გულშემატკივრებს მეტი პატივისცემა მართებთ 😊

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 28 მაი 2021, 10:43

    ციტატა: BerdzenaFcb
    ვინც ამის გაშვებას ემხრობით, მაპატიეთ, მაგრამ ფეხბურთის აზრზე არ ხართ. მითუმეტეს ბარსა რასაც თამაშობს იმისი. აი ყველაფერი და რობერტოს ბრალი ნამდვილად არარის ბარსას დაცვა, რომ დირკაა. კაცს სადაც დააყენებ იქ თამაშობს, ვიღაცა სკამიდანაც ხო უნდა შემოვიდეს??? ყველა მესი და დანი ალვეში ვერ იქნება.


    ჩვენ ამდენი ადამიანი არ ვყოფილივართ ფეხბურთის აზრზე და შენ კი?აქ ერთ ერთის სიტყვებს გამოვიყენებ თუ ასე ძალიან ემხრობი და მოგწონს რობერტო ბედნიერებაში მოიხმარე ოღონდ ბარსას გარეთ იმიტომ რომ მაინც გაყიდიან 😄

  • me da barca
    schedule 28 მაი 2021, 03:14

    ფლანგზე, რომ ათამაშებდა ლუჩო იმან უშველა ამას, თორემ ეს ან წასული იქნებოდა ან საჯდომი ექნებოდა გაპრტყელებული ჯდომისგან. ფეხბურთის აზრზე არ ვართ, მაგრამ მაინც გასაშვებია, ვისაც მოგწონთ ბედნიერებაში მოიხმარეთ ბარსას გარეთ. ყველგან თამაშობს და ყველგან ნაგავია.

  • BerdzenaFcb
    schedule 28 მაი 2021, 02:13

    ვინც ამის გაშვებას ემხრობით, მაპატიეთ, მაგრამ ფეხბურთის აზრზე არ ხართ. მითუმეტეს ბარსა რასაც თამაშობს იმისი. აი ყველაფერი და რობერტოს ბრალი ნამდვილად არარის ბარსას დაცვა, რომ დირკაა. კაცს სადაც დააყენებ იქ თამაშობს, ვიღაცა სკამიდანაც ხო უნდა შემოვიდეს??? ყველა მესი და დანი ალვეში ვერ იქნება.

  • M10 S9 D11
    schedule 28 მაი 2021, 02:04

    მოაშორეთ ეს პრახადნოი დვორი

  • Albicelecte
    schedule 28 მაი 2021, 01:02

    მე მაქვს იდეა:
    ბარსა-ბ, ამისათვის იქნება იდეალური!
    თან სეგუნდაში დაბრუნებაში და შემდეგ ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება სარეზერვო გუნდს, თანაც რამე რომ მოხდეს, მტავარ გუნდში გამოძახების შესაძლებლობაც ექნება ახალ მწვრთნელს
    ამაზე რას იტყოდით?!?!?!?!? smiley

  • Iniesta_8
    schedule 27 მაი 2021, 23:36

    აუცილებლად უნდა გაუშვან კიარადა გააგდონ. ან ამდენი ხანი რატომ გააჩერეს.

  • ჯორჯ
    schedule 27 მაი 2021, 23:35

    ჩემი ოცნებაა ეს აღარ დავინახო ბარსას მაისურით

  • KING_BARCA
    schedule 27 მაი 2021, 23:33

    გაუშვით გთხოვთ რა…გაუშვიიიიით….

  • C.PC5
    schedule 27 მაი 2021, 23:17

    ციტატა: Barca_MNS
    ეს კიარა შტეგენი სად მიდის. რატო უშვებენ და რა მოხდა ეგ უფრო საინტერესოა. შტეგენის ჩანაცვლება დონარუმათი – არ ვიცი, დონარუმა რო ძაან კლასნია ფაქტია მაგრამ, მილანში გაიზარდა 0-იდან ძმებთან ერთად და ასე დაიკიდა რაიოლასთან ერთად, ეგეთ ფეხბრუთელს ვერც ბარსა ენდობა. შტეგენი ბარსას კაპიტნად მიმაცნია მესის შემდეგ და იმედია დარჩება, თუმცა თუ დონარუმა უფასოდ მოვა და შტეგენს ძვირად გავყიდით იქნებ მაგით მაინც წავდგათ წინ ნაბიჯი. rage ისე თუ შტეგენი წავა ბაიერნში წავა ალაბთ.


    აღარ მიდის ჭორი იყო მაგი

  • Barca_MNS
    schedule 27 მაი 2021, 23:12

    ეს კიარა შტეგენი სად მიდის. რატო უშვებენ და რა მოხდა ეგ უფრო საინტერესოა. შტეგენის ჩანაცვლება დონარუმათი – არ ვიცი, დონარუმა რო ძაან კლასნია ფაქტია მაგრამ, მილანში გაიზარდა 0-იდან ძმებთან ერთად და ასე დაიკიდა რაიოლასთან ერთად, ეგეთ ფეხბრუთელს ვერც ბარსა ენდობა. შტეგენი ბარსას კაპიტნად მიმაცნია მესის შემდეგ და იმედია დარჩება, თუმცა თუ დონარუმა უფასოდ მოვა და შტეგენს ძვირად გავყიდით იქნებ მაგით მაინც წავდგათ წინ ნაბიჯი. rage ისე თუ შტეგენი წავა ბაიერნში წავა ალაბთ.

  • La Pulga10
    schedule 27 მაი 2021, 22:52

    ამინ!!!