workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას გვარდიოლას დაბრუნება სურს – ბარსას მწვრთნელობის ვარიანტები ნელ-ნელა ხელიდან ეცლება

ლაპორტას გვარდიოლას დაბრუნება სურს – ბარსას მწვრთნელობის ვარიანტები ნელ-ნელა ხელიდან ეცლება

კატალონიის “ბარსელონას” პოტენციური ახალი მწვრთნელის ვინაობა, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლას დაბრუნება სურს, თუმცა ეს ოპერაცია ამ დროისათვის, განუხორციელებელია. 

პეპს “მანჩესტერ სიტისთან” კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამასთან, კარგი შემადგენლობა ჰყავს და კლუბში უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

მორიგი ვარიანტი ჰანსი ფლიკი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. 

რაც შეეხება ნაგელსმანს, მან “ბაიერნი” ჩაიბარა, ხოლო იურგენ კლოპი აცხადებს, რომ “ლივერპულში” ხელშეკრულების დასრულებამდე (2024) ყოფნა სურს.

“ბარსას” რობერტ მარტინესსაც უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მას “ტოტენჰემთან” უფრო ხშირად ახსენებენ. 

რა თქმა უნდა, არსებობს ჩავი ერნანდესის ვარიანტიც, რომელიც ამჟამად “ბარსელონასათვის” პრიორიტეტი არ არის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • Truxilio
    schedule 26 მაი 2021, 18:30
    #24

    – წინააღმდეგი ვარ დაჯვუფებების და 8 ჰოლანდიელის მაგაზე ვერ შეგედავები თავის დროზე არ მოიტანა მაგაან კარგი შედეგი . ))))Barca for life,
    -რეალის წარმატებაზე მაშინ შეგვიძილა
    ვილაპრაკოთ როცა ჩემპიონი ხდება გუნდი ერთი ადგილით წინ გასვლა არაფერია .
    -ოკ წავიდეს კუმანი , ვინ გესახება შემცვლელად მთლად ვალვერდე სეტიენის თემა რო არ გათამაშდეს .

  • პავლოვიჩი56
    schedule 26 მაი 2021, 16:07
    #23

    წლებია სულ ცუდი ამბებია ბარსას მიმართებაში და ერთი მოულოდნელი სიხარული არა?! stuck_out_tongue_winking_eye

  • M10 S9 D11
    schedule 26 მაი 2021, 15:07
    #22

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: M10 S9 D11
    დანიშნეთ პიმიენტა ბიჭო


    პიმიენტამ ბარსა "B" ვერ ამოიყვანა ზედა დივიზიონში და პირველ გუნდს რაღას ანდობენ/!!!


    იმათმა პენალტები გამაზეს რა მაგის ბრალია მერე კიდე ერთი კოლადო ყავს წესიერი გუნდში რა უნდა გააკეთოს მეტი მაგ კაცმა

  • JasoN
    schedule 26 მაი 2021, 14:56
    #21

    1994 წლის შემდეგ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ამ გუნდის ბევრი დაღმასვლა და ბევრი აღზევება მინახია…. ეს არის გუნდი რომელსაც აქვს თავისი პრინციპები და ეს არ ეკუთვნის არც ბართლლომეუს არც ლაპორტას და არცერთ ფეხბურთელს რაც არუნდა მოხდეს ( არც მესის როგორ პატივსაც არუ და ვცემდეთ თვითოეული ჩვენთაგანი ) თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეული თემაა ყველა გუნდისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები სამწუხაროდ. რას ვიზავთ ლა მასია სულ ახალგაზრდა მესის პუიოლს ხავის და ინიესტას მაგვარ პტოდუკტს ვერ მოგვაწვდის თუმცა რა თქმა უნდა ვეთანხმები იმ აზრს რომ კუმანი არ არის ის და ვერც ვერასოდეს ვერ იქნება ამ გუნდის წინამძღოლი მისი სათამაშო ინტელეკტისა და მენტალიტეტის გამო, მაგრამ მისი გაშვებით ამ კონკრეტულ ეტაპზე როდესაც გვირაბის ბოლოს შუქი კი არა ანარეკლიც კი არ ჩანს რომ მასზე უკეთესი მწვრთნელი მოიყვანონ ვერ ვხედავ… დღეს თითზე ჩამოსათვლელი მწვრთნელებიდან ყველას მინიმუმ 2 წელზე მეტი კონტრაკტები აკავშირებთ თავიანთ გუნდებთან…. და ბოლოს, ჩვენი გუნდის უმთავრესი პრობლემა არის და იქნება დაცვის ხაზი. ერთადერთ პერიოდს გამოვყოფ ჩემი ამ გუნდის გულშემატკივრობის პერიოდიდან როდესაც პუიოლი და რაფა მარკესი ჩადიოდნენ სიგიჟეებს და მარკესის მერე პიკე იყო. ზოგი წავიდა ზოგი დაბერდა და არ აღიარებს და ზოგიც უინტელეკტო მცველია… ესეც ამ ყველაფრის რეზიუმე რაც დღეს ჩვენს თავს ხდება. გული მტკივა როდესაც ჩემს შვილს ვუნერგავ ამ გუნდის სიყვარულს და ბოლო წლებია ამ გუნდის წარაულის ანარეკლზე მიწევს მოყოლა მისთვის და ძველი მომენტების ჩვენება… ისიც ჩემსავით ნერვიულობს მაგრამ როგორც ჩანს დღესდღეობით ამ კრიზისის ფონზე სხვა გამოსავალი არ არის გარდა ერთისა დაველოდოთ მომდევნო აღმასვლას!!! ვისკა ბარსა!!!! პ.ს. დაიმახსოვრეთ ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით