workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონ ანდრესის მარანი

დონ ანდრესის მარანი

სანამ მსოფლიო სპორტის ვარსკვალავები საკუთარი ტანსაცმლის და პარფიუმერიის, სასტუმროების და რესტორნების ქსელებს ხსნიან უბრალო და მშრომელი ფუენტეალბილიას მკვიდრი, სამხრეთ აფრიკაში ოქროს ბურთის გამტანი, ანდრეს ინიესტა საკუთარ მარანს ხსნის.


რამდენიმე წლიანი შრომისა და გამოცდების შემდეგ ინიესტას ოცნება რეალობად იქცა და ეს ყველაფერი მის მშობლიურ ფუენტეალბილიაში მოხდა. Bodega Iniesta (ინიესტას მარანი) – ეს არის 110 ჰექტარი მიწა, სადაც ყოველწლიურად 5-7 ტონა ყურძენი მოვა. ღვინის მთავარი ბრენდი 2 იქნება – ”Corazon Loco” (წითელი, თეთრი და ვარდისფერი გაფორმებით) და ”Finca el Carril” (უფრო სერიოზული, თეთრ და წითელ ვარიანტში).


ინიესტას ღვინოს ესპაურ მაღაზიებში უკვე შევხვდებით, ახლა მიდის სამუშაოები, რათა იპოვონ გზა უცხოეთში ექსპორტისთვის. ახლა მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ანდრესი და ”ბარსა” კიდევ არაერთხელ აღნიშნავენ წარმატებას ღვინით, რომელიც ანდრეს ინიესტას მარანში დაიწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward