workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუ ბარსელონაში ბოლო მატჩს ჩაატარებს

ნეტუ ბარსელონაში ბოლო მატჩს ჩაატარებს

კატალონიის “ბარსელონას” მეკარე, ნეტუ მურარა კლუბს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ეიბართან” გასამართი მატჩი მისთვის უკანასკნელი იქნება.

ბრაზილიელი “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 2019 წელს, “ვალენსიადან” შეიძინეს. ტერ შტეგენის ნომერ პირველ მეკარედ ყოფნის გამო, ნეტუს სათამაშოდ ბევრი დრო არ ეძლევა, შესაბამისად, მან წასვლა გადაწყვიტა.

31 წლის მეკარე კატალონიას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ტოვებდა, თუმცა რონალდ კუმანმა მას ამის საშუალება არ მისცა.

მურარამ 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მხოლოდ 17 მატჩში მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 19 მაი 2021, 17:40
    #4

    ეს მაგრა დაგვაკლდება…

  • M10 S9 D11
    schedule 18 მაი 2021, 18:23
    #3

    ესეიგი პენია დაწინაურდება

  • El pistolero 9
    schedule 18 მაი 2021, 17:29
    #2

    პენიას დააწინაურებენ ალბათ.წარმატებები ნეტუს

  • nikusha
    schedule 18 მაი 2021, 17:00
    #1

    ეკუთნის ბოლო ტურში თამაში თან შტეგოც არაა