workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca | ბრეითუეიტი ბარსას ზაფხულში დატოვებს

Marca | ბრეითუეიტი ბარსას ზაფხულში დატოვებს

“ბარსელონა” ზაფხულში ახალი თავდამსხმელის მოყვანას აპირებს. აგუეროს კატალონიურ კლუბში გადმოსვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, არგენტინელის გარდა “ბარსა” კიდევ სხვა თავდამსხმელებსაც უმიზნებს, მათ შორის აქტიურად ფიგურირებს მემფის დეპაის, ალექსანდრ ისაკისა და ერლინგ ჰოლანდის სახელები.

ბრეითუეიტს ამ პერიოდში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, სხვა თავდამასხმელების მოსვლის შემთხვევაში კი მისი თამაშის შანსები კიდევ უფრო მიზერული გახდება. სწორედ ამაზე დაყრდნობით, Marca იუწყება, რომ დანიელი კლუბს ზაფხულში დატოვებს.

მარტინის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ, მის კონტრაქტს კი ვადა 2024 წელს გასდის.

“ბარსელონას” რიგებში 9-იანმა ჯამში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 7 გოლთან ერთად 4 ასისტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 15 მაი 2021, 16:27

    წავიდეს მარა შემცვლელებმაც რომ ვერ გაამართლონ.

  • nika 54
    schedule 15 მაი 2021, 13:20

    ბრეითუეიტი ბარსას ზაფხულში დატოვებს.
    ეს ბრეითუეიტის სურვილია თუ ბარსელონის? იქნება არ უნდა წასვლა კაცს ძალით ხო არ გავაგდებთ. როგორც რეალს რო ყავს შეტენილი ბეილი და ვერ მოიშორა საუკუნეა.

  • El pistolero 9
    schedule 15 მაი 2021, 10:13

    კიდე კაი ვიჯექი ეს სტატია რო დავინახე

  • BEQA BARCA
    schedule 15 მაი 2021, 08:54

    აუ რატო მიდის ახლა რა გვეშვეოება 😔😟😮😮 ვინ უნდა მოიყვან9ნ ამის მაგივრად. როგორ მწყდება გული. შეცვლებზე რომ გამოდიოდა და გოლები გაჰქონდა..😁😁😆

  • me da barca
    schedule 15 მაი 2021, 01:03

    რატომ იყო საჭირო 5 წლიანი კონტრაქტი?! 2 წლიანი არ აკადრეს.

  • Bobi
    schedule 15 მაი 2021, 00:50

    არადა მართლა გული მწყდება 😃💙❤️ ხო არაა მსოფლიო დონის ცხრიანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემ გარდა ბევრს შეაყვარა თავი საკუთარი შრომისმოყვარეობით 😍
    მაგარი კაცია, მაგრადაც გაუმართლა ცხოვრებაში და შეირგო კიდეც, თან ისეთი სტატისტიკა აქვს შურდეს ერთ სულიერს, არ მგონია ფასის მიუხედავად ბევრით იყოს უკეთესი 😂💙❤️

  • M10 S9 D11
    schedule 15 მაი 2021, 00:46

    თვითონაც თუ იცოდეს ბარსაში როგორ მოხვდა

  • Albicelecte
    schedule 15 მაი 2021, 00:44

    აუ, ნეტავ ვინ იქნება ის იღბლიანი, რომლის 9-იან მაისურსაც ეს ჩაიცვამს, რომელი გრანდი მოიგებს ამისთვის ატეხილ დუელს smiley