workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანტე-ბარსელონა 3-3: ფეხბურთელთა შეფასებები

ლევანტე-ბარსელონა 3-3: ფეხბურთელთა შეფასებები

ლა ლიგის 36-ე ტურში, “ბარსელონამ” სტუმრად “ლევანტეს” დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3-3, დასრულდა.

ლეო მესისა და პედრის გოლების წყალობით მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა კატალონიელებმა 3-წუთიან მონაკვეთში გაანიავეს, 64-ე წუთზე უსმან დემბელემ “ბარსა” კვლავ დააწინაურა. მატჩის მიწურულს კი სერხიო ლეონის გოლით, “ლევანტემ” წონასწორობა აღადგინა.

ამ შედეგით, ხვალამდე, “ბარსელონამ” ლა ლიგის ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. “ბლაუგრანას” ლა ლიგის მოგების მხოლოდ თეორიული შანსებიღა დარჩა.

აღსანიშნავია, რომ “ლევანტეს” მხრიდან შეცვლაზე 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, შემოვიდა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს WhoScored-ის მიხედვით:

  • ტერ შტეგენი – 6.3
  • არაუხო – 6.8
  • პიკე – 6.6
  • ლანგლე – 6.7 
  • ბუსკეტსი – 6.1
  • დემბელე – 8.2
  • დე იონგი – 6.8
  • პედრი – 7.7
  • ალბა – 6.6
  • გრიზმანი – 6.8 
  • მესი – 8.7
  • რობერტო – 5.9
  • მინგესა – 6.2
  • ბრეითუეიტი – 5.9 
  • დესტი – 6.3
  • პუჩი – 6.1

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2021, 18:30

    დაუწერეთ ორიანები სუყველას, მეტი არეკუთვნის არცერთს.

  • El pistolero 9
    schedule 12 მაი 2021, 14:29

    ამ ბარსას და პირლოს იუვენტუსს შორის ვერ ვხედავ სხვაობას, უფრო მეტიც პირლოს იუვემ კამპ ნოუზე 3-0 მოგვიგო!!! არადა კაცს მწვრთნელობას აბრალებენ, მისი პროექტი უკვე ჩავარდნილად მიიჩნება და იუვე ევროპა ლიგაზე გადის ამ მდგომარეობით და კითხვა კუმანის პროექტი ბარსაში რითია უკეთესი??? არც არაფრით. ცოტა მეტი კონკურენცია ლა ლიგაში და შეიძლება ჩვენც ევროპა ლიგაზე გავსულიყავით. კოპა იტალიას ფინალში კიდე იუვეცაა გასული. მოკლედ კუმანის ბარსასი მე არაფერი მწამს და მესის კიდევ ერთ წელს ნუ წავართმევთ

  • MARADONA1968
    schedule 12 მაი 2021, 11:14

    ხეტაფესთან 1:0 წაგება
    ატლეტიკოსთან 1:0 წაგება
    კადისთან 2:1 წაგება
    ბილბაოსთან 3:2 წაგება
    გრანადასთან 2:1 წაგება
    კადისთან ფრე 1:1
    ეიბართანაც დრე 1:1
    ალავასთან ფრე 1:1 თან 10 კაცსაც ვერ მოუგეს
    და ლევანტესთან ფრე 3:3
    ეს ყველაფერი "ჭ" კლასის გუნდებთან უაზროდ ქულების დაკარგვა.
    კუმან უნდა წახვიდე!
    ვალიკო "ჭ" კლასს კი არა კლასიკოს, ლა ლიგას, კოპას და ლიგას ადუღებდა შინ და გარეთ, ორი გრანდი შეცდომა ჰქონდა მხოლოდ: რომასთან და ლივერპულთან