workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარაუდო შემადგენლობის 3 ვარიანტი ლევანტესთან მატჩში

სავარაუდო შემადგენლობის 3 ვარიანტი ლევანტესთან მატჩში

ლა ლიგის 36-ე ტურში “სიუდად დე ვალენსიაზე” “ბარსელონა” “ლევანტეს” დაუპირისპირდება. გუნდის თავკაცის, რონალდ კუმანის თქმით, “ბლაუგრანა” ჩემპიონობისთვის ბოლო წამამდე იბრძოლებს, რაც ბუნებრივია, არც ერთი ქულის დაკარგვას არ გულისხმობს.

ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია “ლევანტესთვისაც”, რადგან ერთი ქულის მიღების შემთხვევაშიც კი პრიმერა დივიზიონში მათი დარჩენა გარანტირებული იქნება.

წარმოგიდგენთ შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობის 3 ვარიანტს Tribuna-ზე დაყრდნობით:

ვარიანტი N1

 

სერხიო ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ამიტომ მისი მოედანზე ხილვა მოულოდნელი არ იქნება. ამ ვარიანტის მიხედვით რონალდ არაუხო ოსკარ მინგესას შეცვლის, რადგან ეს უკანაასკნელი “როხიბლანკოსის” წინააღმდეგ კარგი თამაშით არ გამოირჩეოდა.

ვარიანტი N2

 

 

იმ შემთხვევაში, თუ რონალდ კუმანმა არ გარისკა და სერხიო ბუსკეტსი არ ათამაშა, ძირითად შემადგენლობაში პიანიჩს ვიხილავთ. ასევე სერხი რობერტომ შესაძლოა შეცვალოს სერჟინიო დესტი და უსმან დემბელემ ანტუან გრიზმანი. რაც შეეხება ოსკარ მინგესას, ამ ვარიანტის მიხედვით ის საწყის თერთმეტეულში მოხვდება.

ვარიანტი N3

 

 

მიუხედავად იმისა რომ ეს სარისკოა, კუმანს შეუძლია რიკი პუჩს შანსი მისცეს და ათამაშოს დე იონგთან და პედრისთან ერთად. პუჩს შემოქმედების ნიჭი აქვს, რაც წინა შეხვედრას ნამდვილად ეკლო.

შეგახსენებთ “ლევანტესთან” შეხვედრა გაიმართება ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 11 მაი 2021, 16:34

    ეს სქემები არაფერ ნიშნავს თუ გუნდი პირველივე წუთიდან(დააკვირდით რა!) ბურთს მეტოქის მეკარის ნაცვლად ტერ შტეგენს მიუტანს და პატარ-პატარა კომბინაციებში ავარჯიშებს, მერე როცა მეტოქე მეკარეს დაგვიბლოკავს, მოულოდნელად აუტში გადააგდებინებენ ან მეტოქეს ჩააბარებს ასე შემდეგ.
    სადაა ის ბარსა მეტოქის მოედანზე რო თამაშობდა, აი ყურება აღარ მინდა უკვე. თამაში მოსაგები გაქვს და შენ მეკარეს ეთამაშები? დარჩება 10 წუთი და მერე უნდათ ბურთის გატანა და იწყება საერთოდ უსისტემო ვითომ სირბილი. რო ვითომ ქულა გადაარჩინონ.

    ციტატა: me da barca
    შეტევასი გვყავს 5 კაცი. მესის გარდა ის 4 რომ გადაადნო ერთსაც ვერ მიიღებ და მაინვ 2 შემტევით თამაშობს გუნდი. ერთი ორჯერ გაამართლა ამ წყობამ და მას მერე ჩაიხვია ბულდოგამ, რადგან მეტი არ იცის, წასვლა კი არ უნდა.
    ბოლოს მესის გვერდით სუარესი და ნეიმარი დარბოდა და ბრდღვნიდნენ კიდევაც ყველაფერს, დღეს კი გრიზმანი, რომელსაც ვერ გაუგია სად თამაშობს და გონება ჩლუნგი დემბელე. მერე მიდის მესის ლანძღვა, მაშინ როცა იდიოტები ყავს გვერდით მწვრთნელით დაწყებული.


    ხო და მესის ეძახიან მერე "ჩა-მული" დადისო, როცა კაცს ათ ასისტს გაუფუჭებენ და ერთ საგოლეს არ მიაწვდიან რა უნდა ქნას ერთმა კაცმა? იუვეში რონალდო თავიდან გლიჯავდა, მაგრამ წელს გუნდი აღარ თამაშობს მარტო მაგაზე და აგერ მილანთან სახლში 0-3 , რონალდუს საჯარიმოდან არცერთხელ არ დაურტყავს, მესისგან განსხვავებით ეგ ბოღმას გულში არ იკლავს და სულ გინებით და მაისურის გადაგდებით გადის ხოლმე მოედნიდან. ასე ვერც მარადონა ითამაშებდა და ვერც პელე გვერდზე რო ორი-სამი ნორმალური არ ყოლოდა. ბართომ ყველანაირად მოინდომა, რო მსოფლიოში საუკეთესოდ მონათლული და აღიარებული შემტევი ტრიო დაეშალა. ჯერ ნეიმარი გაუყიდა ეხლა სუარესი გაუგდო და მერე ტროლებს აგინებინა. ლეო არ დარბის თამაში არ უნდაო. საღოლ მაგის ნერვებს.

  • me da barca
    schedule 11 მაი 2021, 14:00

    შეტევასი გვყავს 5 კაცი. მესის გარდა ის 4 რომ გადაადნო ერთსაც ვერ მიიღებ და მაინვ 2 შემტევით თამაშობს გუნდი. ერთი ორჯერ გაამართლა ამ წყობამ და მას მერე ჩაიხვია ბულდოგამ, რადგან მეტი არ იცის, წასვლა კი არ უნდა.
    ბოლოს მესის გვერდით სუარესი და ნეიმარი დარბოდა და ბრდღვნიდნენ კიდევაც ყველაფერს, დღეს კი გრიზმანი, რომელსაც ვერ გაუგია სად თამაშობს და გონება ჩლუნგი დემბელე. მერე მიდის მესის ლანძღვა, მაშინ როცა იდიოტები ყავს გვერდით მწვრთნელით დაწყებული.

  • lesane C
    schedule 11 მაი 2021, 13:55

    ციტატა: C.PC5
    წინა თამაშიდან გამომდინარე ერთს ვიტყვი. გადამწყვეტ თამაშებში მინგესა არ უნდა გააჭაჭანოს! მე თვითონ ძაან მიყვარს ეგ ფეხბურთელი მაგრამ ასეა, ატლეტიკოსთან არარაობა იყო კარასკოს პირისპირ, შემოვიდა არაუხო და ტიპმა ფეხები შეუკრა ყველას🙌🙌.ამიტომაც არაუხო უნდა იყოს დარჩენილ სამ თამაშში!! იმედია მინგესაც დაიხვეწება დროდადრო, ხასიათი მაგარი აქვს არავის არაფერს შეარჩენს და სათამაშო ხარისხსაც თუ დაურთავს იიიიფ❤️


    არაუხო ბევრად ჯობია, პოზიციურად ხშირად ცდება მინგესა, ისე მარჯვენა ფლანგზე რო იდგა უფრო უკეთესი იყო

  • Don_Andresito
    schedule 11 მაი 2021, 13:28

    პიანიჩს და პუჩს არ ათამაშებს დედაზე აქ დაგინებული და ხო არ შეიწერს? ეს ტრიბუნა კიდე მორტყმაში არაა ცერასდროს არტყამს 3 ცდიდან. მორიბას დააყენებს ან ბუსკეცს ჩაფხუტით. შეტევაში ისევ გრიზმანი მესი ალბათ. არადა 3 შემტევი როგორ გვჭირდება

  • გოგიბერიძე
    schedule 11 მაი 2021, 12:21

    ბოლო ვარიანტი უბრალოდ დემბელეს ნაცვლად გრიზმანი. ნახევარდაცვა ცოტა შემოტევია და დახმარება საჭირო იქნება უკან ხოლმე და დემბელეზე უკეთესი გრიზმანია. პლიუს ამას მესი გრიზმანის დუეტი უფრო სარგებელის მომტანია და უფრო კარგად არიან ერთად შეთამაშებულები და უფრო ესმით ერთმანეთის ვიდრე მესი-დემბელეს.

  • Sergio5
    schedule 11 მაი 2021, 10:56

    ჩვენს საყვარელ რობერტოს დაგვიყენებს ძირითადში კაცო, მაგაზე გვაწყენინებს? smirk

  • Steiger
    schedule 11 მაი 2021, 09:44

    Zura Gviniashvili, პიკე გაიყვანოს და დალაგდება დაცვა

  • Zlatan-Ibrahimovic-11
    schedule 11 მაი 2021, 08:32

    კოუტინიოს რა სჭირს ასეთი მოურჩენელი. 140 მილიონიდან 10 მილიონის მაინც ეთამაშა

  • antonio
    schedule 11 მაი 2021, 08:27

    ავტორ ამ სამი ვარიანტიდან აირჩევს რომელიმეს კუმანი? თუ ამ სამ ვარიანტზე მეტი არაა? თუ ეს შენი სამი ვარიანტია? ან გრიზმანი იქნება ან დემბელე ან ბუსკეტსი ან პიანიჩი ან დესტი ან რობერტო ან არაუხო ან მინგესა ან პედრი ან პუჩი… დაგეწერა ტერ შტეგენი პიკე ალბა დე იონგი და მესი ითამაშებენ დანარჩენის რა გითხრათქო :დ

  • El pistolero 9
    schedule 11 მაი 2021, 01:39

    მე პირადად ვისურვებდი 3-4-3ით ათამაშოს გუნდი.
    ტერ შტეგენი
    მინგესა პიკე არაუხო
    დესტი დეიონგი პედრი ალბა
    მესი გრიზმანი დემბელე

  • Zura Gviniashvili
    schedule 11 მაი 2021, 01:12

    ციტატა: C.PC5
    წინა თამაშიდან გამომდინარე ერთს ვიტყვი. გადამწყვეტ თამაშებში მინგესა არ უნდა გააჭაჭანოს! მე თვითონ ძაან მიყვარს ეგ ფეხბურთელი მაგრამ ასეა, ატლეტიკოსთან არარაობა იყო კარასკოს პირისპირ, შემოვიდა არაუხო და ტიპმა ფეხები შეუკრა ყველას🙌🙌.ამიტომაც არაუხო უნდა იყოს დარჩენილ სამ თამაშში!! იმედია მინგესაც დაიხვეწება დროდადრო, ხასიათი მაგარი აქვს არავის არაფერს შეარჩენს და სათამაშო ხარისხსაც თუ დაურთავს იიიიფ❤️


    მე კიდე პირიქით მომკალი და მაგ ფეხბურთელში მომატების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჩვეულებრივი ბარტრა ფეხბურთელი მგონია თან ძაან ცუდი ჩვევა აქვს ხშირათ რომ ცდებიან იჭერს და და ცუდ ჯარიმებს იკიდებს.

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2021, 01:04

    არცერთი

    შტეგენი
    არაუხო პიკე ლენგლე
    დესტი დე იონგი პიანიჩი პუჩი ალბა
    მესი გრიზმანი
  • Albicelecte
    schedule 11 მაი 2021, 00:43

    ალბათ უფრო მე-3 ვარიანტი
    პედრი-რიკის დუეტიც მაინტერესებს, თან ფრენკიმაც გვანახოს საყრდენად რას იზამს

  • C.PC5
    schedule 11 მაი 2021, 00:29

    წინა თამაშიდან გამომდინარე ერთს ვიტყვი. გადამწყვეტ თამაშებში მინგესა არ უნდა გააჭაჭანოს! მე თვითონ ძაან მიყვარს ეგ ფეხბურთელი მაგრამ ასეა, ატლეტიკოსთან არარაობა იყო კარასკოს პირისპირ, შემოვიდა არაუხო და ტიპმა ფეხები შეუკრა ყველას🙌🙌.ამიტომაც არაუხო უნდა იყოს დარჩენილ სამ თამაშში!! იმედია მინგესაც დაიხვეწება დროდადრო, ხასიათი მაგარი აქვს არავის არაფერს შეარჩენს და სათამაშო ხარისხსაც თუ დაურთავს იიიიფ❤️

  • cezo45
    schedule 11 მაი 2021, 00:18

    ტერ შტეგენი.მინგესა.პიკე.ლენგლე
    ალბა.დესტი
    ბუსკეტსი
    პიანიჩი(პუჩი).დეიონგი
    მესი.გრიზმანი