ცოტა ხნის წინ, Cope-ს ინფორმაციით, ლა ლიგამ “ბარსელონას” კაპიტნის, ლეო მესის მიერ საკუთარ სახლში თანაგუნდელების მიწვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ახლა კი, კატალონიის ვიცე-პრეზიდენტი, პერე არაგონესი აცხადებს:
გვსურს ყველა, მათ შორის ცნობილი სახეები, ჩვენთან დავიბაროთ, რათა წესები დავიცვათ. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ.
აღნიშნულ საკითხზე კატალონიის მთავრობის სპიკერი, მერიცილ ბოდოც საუბრობს:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ გადაწყვიტა, ეს საქმე გამოიკვლიოს. “ბარსელონა” ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია. რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება ცნობილი გახდება.
წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფეხბურთელებს 60 000 ევრომდე ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ.



60000 ეგ არაფერი.მთავარია დისკვალიფიკაციები არ მოყვეს ამ ყველაფერს
და ვარჯიშებზე ან თამაშებზე რო არიან ერთად მაგაზეც დაიბარეთ. კატალონიის მთავრობასაც პერესი მართავს? ატლეტიკოსთან თამაშამდე 15 წუთით ადრე დაიბარეთ იქნებ ფრე მორჩეს და რეალი ოფიციალურად გაჩემპიონდეს
ნახა დრო ლა ლიგამ გამოძიებისთვის, რისი ეშინიათ? ბარსა არ გაჩემპიონდეს? დამთავრდეს ჩემპიონატი და მერე იძიეთ საქმეები.
დახვრიტეთ ბარემ
ზღაპარი ის არის მსოფლიო აფიორას რომ ატარებენ . მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსი , ჩვენების ჩათვლით , ფარულად გულაობენ სასტუმროებსა და რესტორნებში , დააპაუზეს ყველაფერი და გააღარიბეს ხალხი და პრეცენდენტი არ უნდა დაფიქსირდეს ადამიანების შეკრებისა და ერთად ყოფნის .
აუ ბუზს რატო აქცევენ სპილოდ უიმეე
ვერ ვხვდები.მაშინ ყოველი თამაშისთვის ან ვარჯიშზე შეკრებისთვისაც დააჯარიმონ.ზღაპარია ეგ რაღაც.