workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Catalunya Radio: ოსკარ მინგესამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

Catalunya Radio: ოსკარ მინგესამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის მცველმა, ოსკარ მინგესამ, “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 

ხელშეკრულების მიხედვით ფეხბურთელი კლუბთან 2023 წლამდე იქნება დაკავშირებული და მომდევნო სეზონიდან პირველი გუნდის ოფიციალური წევრი გახდება. 

წყაროს ცნობით მხარეებს შორის შეთანხმება დღეს გაფორმდა, თუმცა “ბარსას” ეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. 

მინგესა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში, ნოემბერში ჰქონდა. მან მწვრთნელის ნდობა მალევე მოიპოვა და დღემდე კლუბს კიდევ 34 შეხვედრაში დაეხმარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2021, 16:31

    მაგის ხნის პიკეც ბევრს მიქარავდა, მაგრამ ვერ ვხედავდით მანჩესტერში იყო. იმიტომაც ასე ადვილად გამოუშვა ფერგიუსონმა.

  • El pistolero 9
    schedule 01 მაი 2021, 13:28

    მაგრად კი შეცდა ისე.იმედია შეცდომებზე ისწავლის და ასე აღარ მიქარავს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 01 მაი 2021, 10:57

    ციტატა: Diana
    კაი ბიჭი ხარ , მაგრამ გუშინდელი შეცდომები აღარ გაიმეორო


    არ გაიმეორებს blush

  • Diana
    schedule 30 აპრ 2021, 16:40

    კაი ბიჭი ხარ , მაგრამ გუშინდელი შეცდომები აღარ გაიმეორო