workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა მასიაში იმედი დაბრუნდა

ლა მასიაში იმედი დაბრუნდა

ჟოზეპ მარია ბართომეუს პრეზიდენტობის დროს “ბარსელონას” აკადემიას, “ლა მასიას”, რთული პერიოდი ედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ გუნდში მომავალს ვერ ხედავდნენ და “ბლაუგრანას” იქამდე ტოვებდნენ, სანამ კლუბი მათთან პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებდა. იკლო შედეგიანობამაც – “ბარსა ბ-მ” ბოლო 5 სეზონიდან 4 ესპანეთის მე-3 დივიზიონში გაატარა.

რა შეიცვალა მიმდინარე სეზონში? რონალდ კუმანმა დაგვიბრუნა განცდა, რომ “ლა მასიაზე” დაყრდნობა კიდევ შეიძლება. ოსკარ მინგესა, რონალდ არაუხო და ილაიშ მორიბა პირველ გუნდში რეგულარულად თამაშობენ, პირველი გუნდის წევრია რიკი პუჩი, ხოლო ანსუ ფატი, რომ არა ტრავმა, “ბარსას” ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება. ამას ემატება პედრის ფაქტორიც – მართალია, ის “ლა მასიის” აღზრდილი არაა, მაგრამ როდესაც 17 წლის ფეხბურთელი გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ხდება, აშკარაა, რომ ახალგაზრდების მიმართ ნდობა არსებობს.

პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ მომდევნო სეზონში შესაძლოა პირველ გუნდში ვიხილოთ ალეხანდრო ბალდე, კონრად დე ლა ფუენტე და ალექს კოლიადო. აშკარაა, რომ “ბარსელონა” “ლა მასიას” მიუბრუნდა.

Cadena SER-ის ცნობით პირველ გუნდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა ბავშვთა ფეხბურთზეც იქონია. ახალგაზრდა მოთამაშეები, როლებსაც წარმატების მიღწევის იმედი გაუჩნდათ, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ხოლო ის ფეხბურთელები, რომლების კონტრაქტებიც გადასახედია, კლუბში დარჩენაზე უფრო აქტიურად ფიქრობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 18:56
    #5

    უუფ, რამდენი ყოფილან. აქ ყველაა თუ კიდევ გვყავს პატარა ვარსკვლავები.

  • Barca1980
    schedule 27 აპრ 2021, 20:42
    #4

    არ დავიწყებ იმის მტკიცებას , რომ ვანგა ვარ და წინასწარმეტყველების უნარი მაქვსთქო , თუმცა სათვალებიანი ქინძის მოსვლის დღიდან სულ მაგას ვიძახდი : ლა მასიადან წამოსული ბავშვების ოცნება ბარსელონაში თამაშია და მიდიხარ იმ დონემდე , რომ სადაცაა კარები უნდა შეაღო და არაფერი ყრუ კედელი გხვდება და არა იმიტომ , რომ ნიჭი გაკლია ან მზად არა ხარ , არამედ იმიტომ რომ ასე სურს პერესის მონა ბართომეოს , რომ საძირკველი ააოხროს გუნდის საიდანაც შევსება მოდიო , სამაგიეროდ დაგვჭირდებოდა ტრანსფერები და მეორად დებილებში მილიინები ფლანგა , თვითონაც იშოვა და კლუბის კრიზისამდე მიიყვანა , მაგასვე ემსახურებოდა პუჩი და ფატი რომ არ დაახმარა გუნდს სეგუნდაში გადმოსასვლელად . დავხვრეტდი ისე , რომ არც გავივლებდი გულში , რომ ღმერთის ქმნილებას ვკლავდი . მაგის შექმნაში ღმერთი არ ურევია . ცოცხლად უნდა შეწვა ნელ ცეცხლზე .

  • M10 S9 D11
    schedule 27 აპრ 2021, 20:16
    #3

    ბალდე კოლადო და დე ლა ფუენტე უეჭველი უნდა დააწინაურონ და ინიაკი პენია მეორე მეკარედ

  • me da barca
    schedule 27 აპრ 2021, 19:20
    #2

    ბართოს მეტასტაზი მოედო ყველა რგოლს და ამისთვის პასუხიც არ აგო. გუნდს დედა უტირა ყველანაირად და მშვიდად ძინავს სახლში.

  • BEQA BARCA
    schedule 27 აპრ 2021, 18:01
    #1

    ბარსაში ლა მასიელები იხოდებიან❤❤ იმედია ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას გაზრდის კიდე❤❤