workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ბარსელონა” ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ანსუ ფატის ახალ კონტრაქტს უმზადებს. კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა შემტევი კლუბში სულ მცირე 2026 წლამდე დარჩეს. 

ფატის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლამდე აქვს, მაგრამ კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით “ბარსას” 2 წლით გახანგრძლივება ცალმხრივად შეუძლია. ეს პუნქტი ფეხბურთელის წარმომადგენლებს ვალიდურად არ მიაჩნიათ, ახალი კონტრაქტი კი მხარეებს გაუგებრობას თავიდან ააცილებს. 

18 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” სამომავლო გეგმების საკვანძო ნაწილია, თუმცა უკვე ნახევარი წელია, ის მოედანზე არ გასულა. ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მომდევნო სეზონის დასაწყისამდე ფატის მოედანზე გასვლა თითქმის გამორიცხულია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 25 აპრ 2021, 15:14

    "ეს პუნქტი ფეხბურთელის წარმომადგენლებს ვალიდურად არ მიაჩნიათ"
    აბა ვინ იცის რას ნიშნავს ვალიდური, და ადმინ რატომ გვტანჯავ.

    ციტატა: Lasha71
    "ვალიდურად"? რაც დრო გადის სულ გავიწყდებათ ქართული?
    1 წლის წინ ამ სიტყვის მაგივრად რას წერდით? სკლეროზი გაქვთ? თუ . . .


    რას წერდნენ, მაგრად მაინტერესებს.

  • Lasha71
    schedule 24 აპრ 2021, 14:27

    "ვალიდურად"? რაც დრო გადის სულ გავიწყდებათ ქართული?
    1 წლის წინ ამ სიტყვის მაგივრად რას წერდით? სკლეროზი გაქვთ? თუ . . .

  • El pistolero 9
    schedule 24 აპრ 2021, 14:09

    იმედია კვლავ ჩადგება ფორმაში.ამის ტალანტი რომ ტრავმებმა შეიწიროს ძაან სამწუხარო იქნება

  • GRIEZMAN✓™
    schedule 24 აპრ 2021, 14:02

    აუ დემბელეს ნაცვლად ეს გვყოლოდა სად ვიქნებოდით პროსტა ახლა რაა