workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ მინგესამ ჩვეულ რეჟიმში ვერ ივარჯიშა

ოსკარ მინგესამ ჩვეულ რეჟიმში ვერ ივარჯიშა

ოსკარ მინგესამ გუშინდელი ვარჯიშის ჩვეული დატვირთვით ჩატარება ვერ მოახერხა, წერს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი. 

მიზეზი მუხლის დისკომფორტი იყო, რის გამოც ფეხბურთელს დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. უცნობია, არის თუ არა დაზიანება იმდენად მძიმე, რომ მინგესამ ახლო მომავალში მოედანზე გასვლა ვერ შეძლოს. 

ესპანელი მცველი ერთ-ერთია “ბარსელონას” იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ერთი თამაშიც არ გამოუტოვებიათ. 

21 წლის მინგესას დებიუტი “ბარსას” ძირითად გუნდში გასული წლის ნოემბერში შედგა, რის შემდეგაც ის რონალდ კუმანის გუნდის რეგულარულ მოთამაშედ იქცა. დღემდე მის ანგარიშზე 34 მატჩია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 25 აპრ 2021, 15:16

    ეს კუმანმა ხო არ ცემა თამაშის შემდეგ. ხელით კი ანიშნა დავაი გასახდელისკენო.

  • me da barca
    schedule 24 აპრ 2021, 16:27

    მუხლში ჩაარტყა ფეხი იმ გნიდამ

  • El pistolero 9
    schedule 24 აპრ 2021, 14:07

    იმედია კუმანი არ ამოიჩემებს ხელის აქნევის გამო და არ დაალპობს სკამზე

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 24 აპრ 2021, 13:00

    იმედია სერიოზული არაფერია და შეძლებს თამაშს.

  • GiorgiGabe99
    schedule 24 აპრ 2021, 12:46

    ისე სამი მემარჯვენე მცველის დაყენება არამგონია კარგი გადაწყვეტილება იყოს უმტიტი უნდა ათამაშოს ამას ტრამვა თუ გაურთულდება

  • M10 S9 D11
    schedule 24 აპრ 2021, 12:42

    იმედია არაფერი სჭირს და ითამაშებს ხვალ