“ბარსელონამ” 31-ე ტურში საკუთარ კედლებში “ხეტაფე” მიიღო და საჭირო 3 ქულა მოიპოვა. “კატალონიელებმა” სტუმრები ანგარიშით 5-2 დაამარცხეს.
გუნდიდან თავი ლეომ მესიმ დუბლით გამოიჩინა, არაუხომ თავისივე შეცდომა გამოასწორა, გრიზმანმა კი ლა ლიგაში მე-9 გოლი შეაგდო. ასევე ვიხილეთ ორივე გუნდის კარში გატანილი ავტოგოლებიც.
ამრიგად, “ბლაუგრანამ” 68 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.
![ბარსელონა 5-2 ხეტაფე [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)



გრიზმანმა კი ლა ლიგაში მე-9 გოლი შეაგდო.
შეაგდო თორემ დაანთო რა ცეცხლი მაგანაც, პირველად 30-ე წუთზე დავინახე, ფეხზე რო დააბიჯეს და იღრიალა, მანამდე სად ეგდო ან მაგის შემდეგ ვერ ვნახე. პენალტიც ლეოს უმადლოდეს რო დაარტყმევინა თორემ ჩემი ფეხების გამტანი იყო ეგ თამაშიდან.