რამდენიმე წუთის წინ სუპერ ლიგასთან დაკავშირებით “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას განცხადება სუპერ ლიგასთან დაკავშირებით
1. ბარსელონა იზიარებს ევროპული გრანდების უმეტესობის შეხედულებას და განსაკუთრებით ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური კლიმატის გათვალისწინებით, ხედავს სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობას, რაც მსოფლიო ფეხბურთში ფინანსურ გარანტიებსა და სტაბილურობას მოიტანს. განსახორციელებელი რეფორმები უზრუნველყოფს გულშემატკივრების რაოდენობის ზრდას, რაც სპორტის ამ სახეობის უმთავრესი ღირებულებაა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით ბარსელონას დირექტორთა საბჭო დასთანხმდა ყოფილიყო სუპერ ლიგის დამფუძნებელი წევრი. ეს ტურნირი გულშემატკივრებისთვის შესათავაზებელი პროდუქტის ხარისხისა და მიმზიდველობის მატებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირებულებიდან გამომდინარე, საფეხბურთო სამყაროში სოლიდარულ პრინციპს დანერგავს.
გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გათვალისწინებთ, რომ ასეთი პროექტის დამფუძნებელ წევრობაზე უარის თქმა ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნებოდა. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ კლუბს, ჩვენ მოწინავეთა შორის ყოფნის მიზანი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ეს ჩვენი კლუბის უცვლელი იდენტობა, ასევე სპორტული, სოციალური და ინსტიტუციონალური კულტურის ნაწილია.
ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსელონა” ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება კლუბის წევრების საკუთრება და სწორედ მათ აქვთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დადასტურების უფლება.
2. ხსენებული პროექტის მიმართ გამოვლენილი საზოგადოებრივი რეაქციის არსებობა არ გვიტოვებს არჩევანს გარდა იმისა, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და ასეთი გამოხმაურებების მიზეზები დავადგინოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა და ყველა საკითხის მოგვარება მსოფლო ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი სიღრმისეული ანალიზი კი მოითხოვს დროსა და მაღალი ხარისხის ცივსისხლიანობას იმისათვის, რომ ნაჩქარევი ქმედებები თავიდან ავირიდოთ.
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ სასამართლომ ჩვენი მოთხოვნით აუცილებელი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები უკვე აამოქმედა. ამის გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას გაუმართლებლად მიაჩნია, მსჯელობისა და დებატის პროცესი უსამართლო წნეხისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდეს.
იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხით გამოწვეული დიდი დაინტერესების კარგად გვესმის, ასევე იმის მიუხედავად, რომ ბარსელონა ყოველთვის გამჭვირვალობის მომხრე იყო, გულშემატკივრებს და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის, გთხოვთ, გამოიჩინოთ ურთიერთგაგება, პატივისცემა და უპირველესად მოთმინება.
რომ შევაჯამოთ განცხადება: ბარსელონა სუპერ ლიგაში რჩება, ბარსელონა ამ საკითხის სიღრმისეულ შესწავლას იწყებს, ბარსელონა საბოლოო გადაწყვეტილებას გულშემატკივრების ნებისმიერ საწინააღმდეგოდ არ მიიღებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონა" ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება კლუბის წევრების საკუთრება და სწორედ მათ აქვთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დადასტურების უფლება.
და მორჩა ლაპარაკი.
ეს ის შემთხვევაა როცა ვერ ვიტან პირდაპირობას, თან არაფერიც არ ვიყავი 😀
ის 5 არამუდმივი კიარ ვარდება, (როგორც მოსვლით გამახარე ისე წასვლით გამახარეო) ამბავია რა. ჩისტა სტუმარმასპინძლობაა, სანამ სუფრას მივუსხდებით სეკა ხოარ გვეთამაშა რეალურ ფულზეო, ეგეთი ყომარია, ოღონდ იქ ფსონს ყოველთვის ბანკი ჩამოდის :)))
დავუშვათ და 5 არამუდმივი კლუბი გავიდა ზედა ადგილებზე, ბოლო ადგილებზე კი ეს ჯიგაროები. რა გამოდის – საპრიზო ადგილებზე გასულები უნდა გავარდნენ, ხოლო ტოტენჰემი (მაგის გრანდობა არ გაიშვა) და სხვები უნდა დარჩნენ? გენაცვალეთ ლოგიკაში და სამართალში…