რონლად კუმანი ხეტაფესთან მატჩის წინ

რონლად კუმანი ხეტაფესთან მატჩის წინ

“ხეტაფესთან” დაპირისპირებამდე კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელი, რონალდ კუმანი კონფერენციას მართავს:

კოპა დელ რეის ფინალის მოგებით დიდი სიამოვნება მივიღეთ. ახლა, ჩვენი ვალია, რომ კვლავ კონცენტრირებულნი ვიყოთ. წინ 8 მატჩია, ხვალ კი “ხეტაფეს” ვუპირისპირდებით, რაც მარტივი არ იქნება.
ევროპის სუპერ ლიგა? გუშინ პრეზიდენტს ამ საკითხზე ვესაუბრე და მან კლუბის პოზიცია განმიმარტა. თუმცა, გუშინდელის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ასე რომ, უკეთესია, თუ ამ თემაზე არ ვისაუბრებ.
პიკეს Tweet-ს ვეთანხმები.
ჟერარი მატჩის შემდეგ ძალიან დაიღალა. თუმცა, ეს ნორმალურია, რადგან მას დიდი დრო გაუცდა. ვფიქრობ, რომ მან ფინალში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა.
ჩემი ფეხბურთელების ფიზიკური მონაცემები უმჯობესდება. ჩვენი მიზანია, რომ ყოველ მატჩში იგივე ენერგია დავხარჯოთ. რთული განრიგი გვაქვს, თუმცა ამ დონეზე თუ ვითამაშებთ, ბევრს მივაღწევთ.
“ბარსაზე” წნეხი ყოველთვის არსებობდა – უნდა მოიგო, იბრძოლო და ტიტულები აღმართო. ლიგის ლიდერებამდე სხვაობა საგრძნობლად შევამცირეთ და დროა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ყველას ვანახოთ.
დეპაი? ახლა ფოკუსირებულნი მხოლოდ მატჩებზე ვართ.
პეპის განცხადებას ვეთანხმები, რადგან UEFA მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ბევრ მატჩებთან დაკავშირებით არ უსმენს. UEFA-სათვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    22 აპრ 2021, 14:02

    მიდი მიხედე ლიგას, არ გინდა ძალიან სიღრმეებში შესვლა. მოიგე და მაისის ბოლოდან რაც გინდა ილაპარაკე ვერავინ გაგიტ-აკებს, იტყვი მკვდარი გუნდი ჩავიბარე და დუბლი გავაკეთეო. ვინ რა უნდა მასწავლოსო.

  • Albicelecte
    21 აპრ 2021, 19:26

    პიკეს Tweet -იო smiley
    ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნასო smiley smiley smiley

  • dshvelidze
    21 აპრ 2021, 18:13

    მიდი კუმან წაართვი ატლეს და რეალს ლალიგა

  • Nikabedinadze
    21 აპრ 2021, 17:15

    ყოჩაღ რონალდ,ესეთი პირდაპირი მწვთნელი კარგია👍👍

  • Clever liar
    21 აპრ 2021, 15:44

    უეფასაც საკმაოდ ხმამაღალი განცხადებით დააწუწა 🙂

  • Anano_Ch
    21 აპრ 2021, 15:37

    მშვენიერი განცხადებებია 🙌

  • Diana
    21 აპრ 2021, 15:36

    ჩვენი კუმანიტოც ალაპარაკდა ❤❤❤

  • Magician
    21 აპრ 2021, 15:24

    მიდი, კუმან, 8 მოგება გვჭირდება ლა-ლიგაში და ეგ არის <3

  • duggu
    21 აპრ 2021, 15:22

    მიდი კუმან, გადაღუნეთ ეხლა ხეტაფეც. უდანაკარგოდ უნდა გავიაროთ დარჩენილი ტურები