“ბარსელონა” რიკი პუჩისთვის შესაფერის კლუბს ეძებს. Sport წერს, რომ კატალონიელები ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველის იჯარით გაშვებას აპირებენ.
პუჩი რონალდ კუმანის რეგულარულ შემადგენლობაში, რომელსაც რამდენიმე მასზე ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეც ეკუთვნის, ჯერ კიდევ ვერ ხვდება, “ბარსას” ხელმძღვანელები კი მიიჩნევენ, რომ მისი განვითარებისთვის სათამაშო დროის მიღება აუცილებელია.
21 წლის ფეხბურთელის იჯარაზე საუბარი სეზონის დასაწყისშიც იყო. ამან გულშემატკივრების გაოცება და იდეის ინიციატორი კუმანის მიმართ კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც მწვრთნელი და პუჩის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ რიკი გუნდში დარჩებოდა და თავისი ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებდა.
მიმდინარე სეზონში პუჩმა მონაწილეობა 21 მატჩში მიიღო და გუნდს 1 გოლით დაეხმარა.

მაინც არ ათამაშებს და იჯარით ჯობია წავიდეს, პრაქტიკა ექნება მუდმივი და იქნებ ფიზიკურადაც გაიზარდოს. ბეღურას გავს.
კუმანის ბრალია თავიდან ბოლომდე რიკის ამბები შეუკიკინა პედრის გადაწვა და ერთი არ ათამაშა პუჩი
კუმანის კიდევ ერთი დანაშაული ისაა რომ ბოლომდე ჩაკლა პუჩი და პიანიჩი. ფსიქოლოგიურად გატეხა ორივე. ბუსკეცი ამ ასაკში რატომ უნდა თამაშობდეს ამდენს ან პედრი ვინმე თუ ნორმალურ არგუმენტს მომიყვანს მადლობელი დავრჩები.
ალბათ ასე ჯობია.თუ ჩავი მოვიდა დააბრუნებს უეჭველი.მთავარია ისეთ გუნდში გაანათხოვრონ რომელიც აქცენტს შემტევ ფეხბურთზე და ბურთის ფლობაზე აკეთებს.აიაქსი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა
როგორც იქნა პირველი ტიტული თან დაბადების დღის საჩუქარიც გამოვიდა,ცოტა დაგვიანებით,მაგრამ მაინც კარგია :დდ
ბაიერნმა მაინც წაიყვანოს თუ არ ათამაშებს ავარჯიშებენ მაინც
გაყიდონ თუა მყიდველი არ გამოვა ამისგან არაფერი ფიზიკურად ძალიან სუსტია და ასევე დარჩება
აიაქსი ან დორტმუნდი იქნება იდეალური ამისთვის
გაუშვან აიაქსში აი იდეალური ადგილი იქნება მისთვის და აიაქსიც საკმაოდ გაძლიერდება ესეც განვითარდება ან სიტიში გაუშვან გვარდიოლასთან,წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გუნდში ეს ცოდოა იმიტორო ტიკი ტაკა არის ამისი სტილი