workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი ფინალის წინ

ფრენკი დე იონგი ფინალის წინ

ჟორდი ალბას მსგავსად, კოპა დელ რეის ფინალის წინ მოახლოებულ შეხვედრაზე ფრენკი დე იონგმაც ისაუბრა. ნიდერლანდელმა კომენტარი ARA Esports-თან გააკეთა. 

“ელ კლასიკოს შემდეგ რამდენიმე დღე დამწუხრებულნი ვიყავით, მაგრამ ვალდებულნი ვართ გამოვფხიზლდეთ. წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა გველოდება. გვაქვს შანსები ჩემპიონატშიც და ასევე გვსურს ამ სეზონში პირველი ტიტული მოვიპოვოთ. ლა ლიგის მოგებაში ეს გამარჯვებაც ძალიან დაგვეხმარება.”

“ჩვენ დიდი ხანია გაუმჯობესებას ვცდილობდით. რეალურად ეს ახალი წლის საღამოდან დაიწყო. ახლა უფრო მხნედ ვგრძნობთ თავს, უკეთესები ვართ. სათამაშო სისტემა მცირედით შევცვალეთ და ესეც ნაწილობრივ დაგვეხმარა.”

“თუ კუმანს სხვადასხვა პოზიციაზე ვჭირდები, მზად ვარ განსხვავებული როლიც მოვირგო. მსგავსი სიტუაცია ამ სეზონში რამდენჯერმე იყო კიდეც. მიუხედავად ყველაფრისა, თამაში, რასაკვირველია, ნახევარდაცვაში მირჩევნია.”

ფრენკი ამ სეზონში “ბარსელონასთვის” საკვანძო ფიგურაა, მას კატალონიელთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2021, 18:27

    მიდით თქვენ იცით.

  • El pistolero 9
    schedule 16 აპრ 2021, 14:43

    ეს უნდა დააბრუნოს ნახ.დაცვაში.პედრი ძაან დაიჩაგრა კლასიკოში

  • me da barca
    schedule 16 აპრ 2021, 02:02

    ავტორიტეტული ჟურნალის, Forbes-ის ესპანელმა რედაქტორმა, ანდრეს როდრიგესმა განაცხადა, რომ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკმაყოფილო რჩება, როცა მისი კლუბი ჟურნალის რეიტინგში პირველ ადგილზე არ გვევლინება.

    ამ დროისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი "ბარსელონაა". კატალონიური გრანდი 4,76 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

    "კლუბების შეფასება მარტივია, მაგრამ ამავდროულად დავას იწვევს. კლუბების შემოსავალს ყველა მიმართულებით ვაფასებთ, ტრანსფერების გარდა, შემდეგ კი ვალს ვაკლებთ. 16 წლის განმავლობაში პირველად, ლიდერი "ბარსელონა" აღმოჩნდა. "რეალი" კი რეიტინგს სათავეში ზედიზედ ხუთი წელიწადი ედგა, საერთო ჯამში კი 11-ჯერ".

    "მინდა განვმარტო, რომ "ბარსამ" კონკურენტებს სულ რაღაც 6 მილიონით აჯობა. მაგრამ პერესი ასეთი განლაგებით არცთუ ისე კმაყოფილი დარჩა. როგორც ჩანს, იგი რეიტინგში დამარცხებას პირადულად აღიქვამს", – ციტირებს როდრიგესის სიტყვებს Marca.
    —————
    გაუმაძღარი მაფიოზი, მაგის ოჯახი მოვიკითხე

  • Bakero
    schedule 16 აპრ 2021, 01:17

    ეს ყველაზე მაგრად მეცოდება გუნდში კუმანის მსხვერპლია ეს confused

  • Iniesta_8
    schedule 16 აპრ 2021, 00:31

    ერთი პერიოდი დეიონგი ძალიან კარგი იყო, მერე ხან დაცვაში დააყენეს ხან შეტევაში, არც ერთი თამაში დაასვენეს არც კლუბში არც ნაკრებში და ბოლო დროს ვეღარ არის ხოდზე. ბუსკეცს ეწირება ამის ტალანტი და დაცვის სისუსტეს, იძულებულია უკან სდიოს ლენგლეს და მინგესას და მაგათი ჩასვრილი წმინდოს. ბევრად მეტის მიღება შიეძლება ფრენკისგან, დაცვაც იცის, კაცის მოტყუებაც, პასიც და ბურთის თრევაც.