გავლენიანი გამოცემა Sport იტყობინება, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, კლუბის ჯორჯინიო ვეინალდუმით დაინტერესების შესახებ, კარგი განწყობით არ ხვდებიან.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელები თვლიან, რომ ვეინალდუმის ტრანსფერი გუნდში შეზღუდავს ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, როგორიცაა ილაიშ მორიბა.
ჯორჯინიო ვეინალდუმს სეზონის ბოლოს “ლივერპულთან” კონტრაქტი უსრულდება, კატალონიური კლუბი კი განიხილება, როგორც ჰოლანდიელის შემდეგი დანიშნულების ადგილი.
წყაროს თანახმად, კლუბის ფეხბურთელებს ვეინალდუმის ტრანსფერს ნეიმარის ტრანსფერი ურჩევნიათ.
თან ამან თავი უნდა მოიკლას გულშემატკივარს რო თავი შეაყვაროს.ერთი გველი ხო გვიზის უბეში კოუტინიოს სახით და ახლა ეს დაგვემატება ენფილდის დუბლით
არც ეს და არც ალაბა გვჭირდება უნდათ მარტო მაღალი ხელფასი და იქნებიან ხესავით
გაახანგრძლივე ლივერპულთან და თავი დაგვანებე.
ნეიმარი რო სჯობია ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ნეიმარს მუქთად ვინ მოგვცემს. მინიმუმ წელიწადი უნდა ველოდოთ ამასობაში ლეო არ ახალგაზრდავდება, პირიქით.
ახალგაზრდებს მისცენ შანსი
ვეილანდუმის მოყვანის აზრს ვერც მე ვხედავ
ამ ნეიმარის ტრანსფერზე არ გაგიჟდნენ ახლა. თუ ეს არ მოყავთ პიანიჩს მისცეს დრო მაშინ. ბევრად ჯობს პიანიჩი ვეინალდუმს