“ბარსელონას” ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “რეალთან” მატჩამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციას მართავს.
განწყობა
გუნდი თავდაჯერებულია. “რეალთან” შესანიშნავი მატჩი გველის, თამაშის გაუმჯობესება მათაც შეძლეს. ლა ლიგისთვის ორივე ვიბრძვით, ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის და ხვალ გამარჯვება ჩვენს მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს.
მეტოქე
“კლასიკო” განსხვავებული თამაშია. “რეალსაც” აკრიტიკებდნენ, თუმცა ისინი კვლავ იბრძვიან. მათ მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები, რადგან საოცარი ფეხბურთელები ჰყავთ.
მათ თამაში სხვადასხვა სისტემით შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ჩვენს სამუშაოზე უნდა ვკონცენტრირდეთ და მეტოქეზე ზეწოლის განხორციელება ნებისმიერი სქემით უნდა შევძლოთ.
პიკე და რობერტო
ჟერარი და სერჟი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან. ისინი, ფიზიკურად, კარგ კონდიციაში იმყოფებიან და მზად არიან, გუნდს დაეხმარონ.
ჩემთვის, ფეხბურთელი მოედანზე გასვლამდე ფიზიკურად და მენტალურად იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, თუმცა ისინი კაპიტნები არიან და, მათი როლიდან გამომდინარე, ასეთ თამაშებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. საუკეთესო თერთმეტეულის დაყენებას ვაპირებთ.
“ვალდებებასი”
მათ უმაყურებლობის პერიოდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამუშაოების ჩატარებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს. ჩემთვის, “ვალდებებასზე” თამაში განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს.
დე იონგი დაცვაში
იგი ორივე პოზიციაზე ძალიან პროდუქტიულია. ბურთის მოგერიებაც შეუძლია და მეტოქის საჯარიმოში ჩასვლაც. ხვალ, ფეხბურთელებთან ვისაუბრებ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
რამოსი და ვარანი
მათ ორი მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ, ერთ-ერთი კი კაპიტანია, მაგრამ ასეთი დანაკლისები ჩვენც გვაქვს. პიკე და სერჟი რობერტო თამაშს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ისევე, როგორც ფატი და კოუტინიო.
რამოსის წასვლა “რეალიდან”
ვფიქრობ, ლა ლიგისთვის კარგი იქნება თუ საუკეთესო მოთამაშეები აქ იქამდე დარჩებიან, ვიდრე უმაღლეს დონეზე თამაშს შეძლებენ. იმედი მაქვს, რომ რამოსი კარიერას “რეალში” გააგრძელებს.
მესი
ვიმედოვნებ, რომ ლეოს კარგი თამაში ექნება. ჩვენ საუკეთესო მესი გვჭირდება, თუმცა ასევე, გვჭირდება საუკეთესო “ბარსა”.
გუნდის პროგრესი
პირველი წრის “კლასიკოში” წინ გასვლის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა პენალტმა მატჩის შედეგზე ზეგავლენა მოახდინა. მას შემდეგ, მოვუმატეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაშინ ცუდად ვთამაშობდით.
ახლა, სისტემა შევცვალეთ და უფრო ეფექტურები ვართ, კარგ ფორმაში შევედით და ხვალ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ვითხოვ.
ტაქტიკის შეცვლა “რეალთან”
ბურთი არ უნდა დავკარგოთ და ცარიელი სივრცეები არ უნდა დავტოვოთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მეტოქეს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ მიერ არჩეულ გზას არ უნდა გადავუხვიოთ.
დემბელე
მისი ერთი ერთზე თამაში შესაძლოა, ჩვენთვის, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. იგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ხვალ მოედანზე უნდა იყვნენ.
არბიტრის ცვლილება
ხანდახან, არბიტრებზე საუბრები მიდის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი მიუკერძოებელია და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, რასაც ხედავენ. ჩვენ, მსაჯის ნაცვლად, ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ.
შეცდომები
დრო და მოთმინება ყველა მწვრთნელს სჭირდება, რათა საჭირო ცვლილებების განხორციელება შეძლოს. რამდენიმე თამაში წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით. სისტემა შევცვალე, თუმცა მთავარი ისაა, რომ წინსვლისთვის ერთად ვმუშაობდით.
ახალგაზრდები
ასეთ თამაშებში გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილების მიღებისთვის სწორედ ასეთ მატჩებში მონაწილეობა სჭირდებათ. მათ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები უნდა დაეხმარონ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათთან მიმართებით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.
“ელ კლასიკო” ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
მადრიდისტები დაგვცინიან რა ფეხბურთით აპირებენ მოგებასო. ზიდანი მესის შეზღუდვაზე საუბრობს შეიძლება მან გოლი ვერ გაიტანოს მაგრამ კარგი საქმე გაუკეთოს ბარსასო. და ისიც გამარჯვებაზე საუბრობს და მე ვფიქრობ რომ ბარსამ მადრიდისტებს უნდა აცვენოს თავისი ძალა ძველებური და ასე საუბრის საშუალება არ მისცეს ანახოს რა არის კლუბი და რა შეუძლია ნუ ეხლა მადრიდსტები არც მგონია რო არ გადმოვლენ შეურაცყოფაზე. მაგრამ ისინი წარმატებას ფულით აღწევენ ჩვენ კი თამაშით და ჩვენ ვართ ერთი უძლიერესი კლუბი და ოჯახი რომელსაც ბარსელონა ჰქვია და მე ვამაყობ ამ კლუბით როგორც ამ კლუბის გულშემატკივარი და ამ კლუბის დატოვება წამითაც არ მიფიქრია და მე სამუდამოდ ამ კლუბის ფანი ვიქნები.
davidus2020,
მთავარია ლეომ არ ჩამოყაროს ყურები
რეალს ვეთამაშებით, ელჩეს კი არა
ესეც რომ ვერ მოიგოს ჩააბარგოს ბარგი და წავიდეს 🙂 აბა გრანადას მეძროხე სეტიენიც უგებდა 🙂
ესეთ კაი ფორმაში გუნდის დროსაც თუ აჯობა ზიდანმა და მართლა გასაშვებია ეს კაცი.
ჩემი აზრით ხვალ ტაქტიკური ომი უნდა იყოს,მწვრთნელებზეა ყველაფერი ჩემი აზრით დამოკიდებული.
ვნახოთ რომელი მწვრთნელი გამოიყვანს თავის გუნდს უფრო კარგად:)
მიდი კუმან, არ მოიჭრა თავი ზიდანთან.
აი საუბარზევე ეტყობა რო არაა დუხზე ,ტფუი ერთი ამისიც გაასხმევინონ დროზე აქედან
ჩემი აზრით 50/50 ,ლივერპულთან მოგებამ რეალს სტიმული მისცა,მთავარია ჩვენ ჩვენი თამაში ვითამაშოთ,და დაცვაში კონცენტრაცია არ დავკარგოთ.
პიკე და რობერტო არ დავინახო ასნავნოიში ბიჭოო
უნდა გადავურბინოთ,საშინლად უნდა მოვუგოთ :))