workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუნთის დაზიანების გამო ლუის სუარესს 2-3 კვირა გაუცდება – Sport

კუნთის დაზიანების გამო ლუის სუარესს 2-3 კვირა გაუცდება – Sport

“ატლეტიკო მადრიდმა” დაადასტურა, რომ ლუის სუარესმა კუნთის დაზიანება მიიღო.

გავლენიანი გამოცემა Diario Sport-ის თანახმად ურუგვაელ თავდამსხმელს ვარჯიშის დატოვება ოთხშაბათს მოუწია, რადგან მან მარცხენა ფეხში დისკომფორტი იგრძნო.

მიუხედავად იმისა, რომ სუარესის ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია, ამავე წყაროს ვარაუდით სუარესი 2-3 კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. 

სუარესის არყოფნა “ბარსელონას” ლა ლიგის ტიტულის მოპოვების იმედს უძლიერებს, რადგან ურუგვაელი 19 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ცხრილის სათავეში მყოფ “ატლეტიკოს” “ბარსელონა” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 09 აპრ 2021, 21:34

    ანუ ბარსასთან იქნება 9 მაისს

  • El pistolero 9
    schedule 08 აპრ 2021, 13:52

    ვსო დაერხა ატლეტიკოს.ახლა პირველზეც სუას კლასის გამო არიან და ეგეც რო გამოაკლდათ რავიცი.იმედია ბარსას წინააღმდეგ არ ითამაშებს

  • პავლოვიჩი56
    schedule 07 აპრ 2021, 22:58

    რეალთან ფრეც კარგი იქნება. ატლეტიკო საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად ეთიშება.

  • DE PE FA
    schedule 07 აპრ 2021, 22:55

    რეალს თუ მოვიგეთ ჩემპიონები ვართ🙃

  • BEGASHVILI
    schedule 07 აპრ 2021, 22:29

    ბარსასთან ხო იქნება?

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 22:03

    ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ შანსები გაგვეზარდა და უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ატლეტიკომ სეზონის სტარტზე რო ქულები კრიფა, ჩვენ მესი არა გვყავდა, მერე კიდევ გამოვიდა და დეკემბრამდე ძლივს აკრიფა ფორმა. ისე რომ ალბათ ბარი ბარში ვიქნებით.

  • M10 S9 D11
    schedule 07 აპრ 2021, 20:47

    უუჰ კიდე ბლომად გატეხავს ატლე აბა