workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოტ მაკტომინეი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მესი 100%-ით

სკოტ მაკტომინეი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მესი 100%-ით

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერმა ნახევარმცველმა, სკოტ მაკტომინეიმ ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია და 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მის წინააღმდეგ ნათამაშები შეხვედრები გაიხსენა.

“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მესი 100%-ით. დიახ, მესი, მესი.”

“იცით? მე მისი მაისურიც მაქვს. 2019 წელს, როდესაც ჩვენ მის წინააღმდეგ ვითამაშეთ, კრის სმოლინგმა იდაყვი მოარტყა და ლეოს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო. მან კი იფიქრა, თითქოს ჩემი ბრალი იყო. მე სერხიო რომეროს ვუთხარი, “სერხიო, შეგიძლია, მესის მაისური რომ სთხოვო?“

“სერხიო დაბრუნდა და მითხრა: “ის ფიქრობს, რომ მოედნის ცენტრის ხაზთან იდაყვი სწორედ შენ მოარტყი”. მე კი ვუპასუხე: “არა, არა, არა, უთხარი, რომ ის მე არ ვყოფილვარ.” ბოდიში, კრის, მაგრამ სწორედ სმოლინგმა იუხეშა მის წინააღმდეგ.”

შოტლანდიელის წინააღმდეგ ლეომ 2 მატჩში ითამაშა. მაშინ ორმატჩიან მეოთხედფინალურ დუელში “ბარსელონამ” “იუნაიტედი” 4-0 დაამარცხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • ბუთხუზა
    schedule 03 აპრ 2021, 09:40

    არ მესმის რონალდუსთან შედარებაში რას ხედავს ეს ხალხი, ახლოსაც ვერ მოვა ლეოსთან რონალდუ, სხვადასხვა პოლუსზე დგანან აბსოლუტურად.

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2021, 17:43

    არა რა ტალანტია ჩვენი ლეო, თუ ვინმე რონალდუს ამჯობინებს ან პორტუგალიელია ან ერთად აქვთ ნათამაშევი და ერიდებათ მესი წინ დააყენონ, იციან მისი ისტერიკები. გახსოვთ რა ქნა სერბიასთან გოლი რო არ ჩაუთვალეს წინა თამაშში? მსაჯს რო აგინა ეს არაფერი გუნდი თამაშს აგრძელებდა და ეს გოლს ზეიმობდა მარტოკა. მერე გამწარებულმა კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და მოისროლა, კაპიტნის სამკლაურის გადაგდება რას ნიშნავს ვერაფრით ვხვდები.

  • El pistolero 9
    schedule 02 აპრ 2021, 14:33

    იმ თამაშში სმოლინგმა რა უქნა მესის.ცხვირი გაუტეხა ტიპმა

  • მსლ
    schedule 02 აპრ 2021, 14:18

    უბრალოდ ფაქტია

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2021, 01:43

    ეე არ იცის?

  • Iniesta_8
    schedule 02 აპრ 2021, 00:41

    ჰოლანდი და მისი აგენტი ჩვეულებრივი პუტანკები არიან, დაატარებს ის ღორი რაიოლა ჰოლანდს ქალაქ-ქალაქ პატარა ბავშვივით და ვინც მეტს შესთავაზებს იმასთან ითამაშებს. დედა მოეხნა ფეხბურთს.