“ელ კლასიკომდე” 9 დღეა დარჩენილი და მადრიდის “რეალის” ლიდერი სერხიო რამოსი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს.
35 წლის ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვები ბოლო დღეებში გაჩნდა. ლუის ენრიკემ გავრცელებული ხმები უარყო, მაგრამ მან რამოსი საქართველოსთან საერთოდ არ თამაშა, კოსოვოსთან კი მოედანზე ბოლო წუთებზე შეუშვა.
ეჭვები დღეს კიდევ უფრო გამძაფრდა – სერხიო რამოსმა “რეალში” თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში ვერ განაახლა. მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კაპიტანმა დარბაზში განცალკევებით ივარჯიშა.
რამოსის ცალკე ვარჯიშს ნაკრებიდან ახლახან დაბრუნებას ვერ მივაწერთ, რადგან ვარანს, მენდის, მოდრიჩსა და კურტუას მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ.
“რეალსა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება 10 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.


"რეალსა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირება 10 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.
კარგია რო აღარ შეგეშალათ, ევროპაში მარტის ბოლო შაბათს გადადიან ხოლმე ზაფხულის დროზე, ისე რომ 23.55-მდე აღარ მოგვიწევს ლოდინი.
გამოკეთდება მანამდე ეს პაპუასი
ეს თუ არ იქნა ჩათვალეთ ვარანი გამქრალი იქნება მოედნიდან
ცუდია, ამასთან ერთად მინდოდა გადაგვევლო რეალისთვის))