ანტუან გრიზმანის “ბარსელონური” კარიერა ჯერ ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
El Chirnguito-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მის გაყიდვაზე უკვე მუშაობს და საუკეთესო წინადადებას ელოდება.
“ბარსას” მისი სატრანსფერო თანხის ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს. ეს თანხა დაახლოებით 50 მილიონი ევროა, შესაბამისად, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ “ბლაუგრანა” 50 მილიონზე ნაკლების მიღებას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონის შუა ნაწილში გრიზმანი კარგ ფორმაში იყო, ჯამში კი წელს 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში კი 14 გოლი და 11 ასისტია. ანტუანის შეძენის მხრივ ფავორიტები პრემიერლიგური გუნდები და პსჟ არიან.

ეს ხან გამოანათებს ხან ისევ ჩაქრება და დასკვნას ვეღარ ვაკეთებ უნდა წავიდეს თუ დარჩეს.
ვის რათ უნდა, ამაში 50-საც არავინ მოგვცემს. ისე ფრანგები რო ძაან გვიქებენ წაიყვანონ თავისთან.
მარტო ეგ სამი არა და ისე შენი კომენტარის შინაარსს ვერ მივხვდი ჩემს კომენტარზე და პატივი დამდე და განმარტე.ლეო მესის ეხებოდა სტატია ან გარკვევით თუ გამოთქვამ აზრს დამავალებ.
ლენგლე,უმტიტი,გრიზმანი ესენი გასაყიდები არიან.დემბელეს გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ
Grizmanas barsashi didi xnit mogviwevs yureba aserom sheeguet..
ან რას მოგყავდათ საერთოდ….კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ბარსელონაში ვერა და ვერ მოერგო და ჰა…..
აგუერო ტრავმიანია ეს არა. ერთი ეგ თემაა. თორე ისე რავი. ხან ისე თამაშობს არ მინდა წასვლა ხან კიდე ერთი სული მაქ პანჩურით გავაგდო. უკეთესი თუ მოყავთ წავიდეს. დეპაით გრიზმანის ჩანაცვლების არ მჯერა
კაკაბაძე საღოლ, საკაიფო გოლი გაგვიტანა. კალაძეს ვერ შეედრება, მაგრამ არაუშავდა. შეიძლებ ვიღაცის დარტყმული მოგხვდეს, ან გამოტანა გინდა და შემთხვევით უკუღმა წავიდა ბურთი. ამან კი ჩაწოდებული ბურთი უწყინარ სიტუაციაში ლორიას დაურტყა, ვეცადე გამემართლებინა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვუძებნე მსგავსი.
გერმანია და ლიოვი დატოვეს გაღიმებული. მოჭამა თავისი დრო ლიოვმა და გასაგდებია. სომხები კი ამ ჯგუფში ლიდერობენ, სამიდან სამი მოგება, ესეც სენსაცია.
50 ავიღოთ მადლობელი ვიქნები
რატომ ფიქრობ, რომ თავისუფლად გაიყიდება. ეს თუ სადმე გადავიდა იგივე ხელფასს მოითხოვს, ამხელა ხელფასს კი გრიზმანს არავინ არ გადაუხდის. რას აკეთებს ისეთს, რომ ამას 20 მილიონი უხადონ. 70-ად შეუფუთონ თუ ვინმემ იყიდა .
70 მილიონადაც თავისუფლად გაიყიდება
იქნებ 60-70 მილიონი გარისკოს ვინმემ,ეს ისეთი თანხაა დაფიქრებაც აღარ შეიძლება,ამის ფასი თანდათან მოიკლებს
სხვა ფრანგებიც ჩადგნენ რიგში
თუ ეს გაყიდეს გუნდი ამოისუნთქავს ფინანსურად. სპორტული თვალსაზრისით კი გრიზმანის არ ყოფნა არც კი დაეტყობა გუნდს. მე მივესალმები მის გაყიდვას.
მშვენიერია 50 მილიონი
ბარსას სტილი საერთოდ არაა და რატო მოვიდა? ისე ლა ლიგაში რამდენი ხანია და არასდროს მოუგია