“ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ოსკარ მინგესამ, COPE-თან ინტერვიუ ჩაწერა და მისი კატალონიური კარიერა შეაფასა.
ოსკარის განცხადებით, ის ზაფხულში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამხელა სათამაშო დრო ექნებოდა.
“ზაფხულში მითხრეს, რომ ამხელა სათამაშო დროს ვერ დამპირდებოდნენ. ახლა პირველ გუნდთან ერთად თამაში რეალობაა და მეც საკუთარ თავზე მუშაობას ვაგრძელებ. ვხვდები, რომ ადრე შემადგენლობაში არსებული ხშირი ტრავმიანობის გამო მიწევდა თამაში, მაგრამ მას შემდეგ რაც რონალდ კუმანმა ახალგაზრდებს ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენი კარგი თამაშის, ენთუზიაზმისა და სამაგალითო ქცევის სახით, მას ეს ქმედება დადებითად დაუბრუნდა.”
“ერიკ გარსიას დამატება? “ბარსა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და აქ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მოდიან. შედეგად კლუბს გარანტირებულად კარგი შემადგენლობა ჰყავს, როგორც ძირითადში ისევე სათადარიგოთა სკამზე.”
“ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა თამაშში და სეზონის ბოლოს უკვე ტიტულებზე ფიქრის დროც მოვა.”
“იმ მომენტიდან, როდესაც პირველ გუნდს შევუერთდი მესი ყოველთვის ბედნიერი, თამაშში ჩართული და მოტივირებული იყო. მატჩების წინ შეგიძლიათ დაინახოთ კიდეც მისი ქცევა, როგორც მისი, ასევე მთელი გუნდის. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო კავშირი გვაქვს და სწორედ ესაა გზა ჩემპიონობისაკენ.”
“ლაპორტას მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ის გასახდელში ყველას ცალცალკე შეგვხვდა, მადლიერი ვარ იმ სიტყვებისათვის, რომელიც მან გასახდელში გვითხრა. სასიამოვნოა, როდესაც პრეზიდენტს ფეხბურთელებთან ასეთი ახლო ურთიერთობა აქვს.”
“12-ქულიანი სხვაობისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ მათემატიკური შანსები არსებობს. ვეცდებით, ქულები საერთოდ არ დავკარგოთ და “ატლეტიკო” მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.”
ოსკარ მინგესას წლევანდელ სეზონში რონალდ კუმანი ხშირად ენდობა. მას როგორც ცენტრალურ ისე განაპირა მცველადაც ხშირად ვხედავთ. ამ სეზონში ესპანელმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში კი გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.




მე პირადად ძალიან მაგრად მომწონს ეს კაცი, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ჩვენი გუნდის უცვლელი წევრი იყოს
კარგია, რომ ჟილკა აქვს ავტორიტეტების არ ეშინია, მბაპესაც კარგად გაუტრ-კა.
ძალიან კარგად გამოიყენა ამან შანსები, გარსიასაც აჯობებს, აი ვნახავთ
ძალიან მომწონს მისი თანაში როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც იცის ჩართცა!
მოკლედ აუცილებლად ბევრწლიანი კაცი უნდა გახდეს ბარსასი.
მეც მეიმედრბა. დაჟე სხვებზე მეტად. ბოლო თამაშებში ძაან დონეა. ისე გაუმართლა კიდეც ტრავმიანობის გამო. ტოდიბოს რო გამართლებოდა ესე ეხლა ძირითადის კაცი იქნებოდა. მარა ტრავმა არ მიეკარა ლენგლეს ან პიკეს. ვალვერდე ისე ხო არ ათამაშებდა, სულ არ ეკიდა როტაცია და ბარსას მომავალი? ზუსტად ეგ სხვაობაა ლეგენდებს და ზა პროსტა მოთრეულებს შორის. ვალვერდეებს სეტიენებს სულ კიდიათ მომავალი, პეპი ლუჩო კუმანი და ეგეთები კი. ზრუნავენ აწმყოზეც და მომავალზეც
თმისამაგრი მოიძრე ხმა და უფრო კარგი ბიჭი იქნები🙃
იღბალი ყველგან გჭირდება კაცს.სწორ დროს სწორ ადგილას გაიჩითა და ბოლომდე გამოიყენა შანსები.იმედია განაგრძობს განვითარებას
ამ ტრავმიანობამ ამის სასარგებლოდ იმუშავა და ამანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მონდომებულია და, რაც მთავარია შეიძლება დაეყრდნო და გქონდეს კაცს ამის იმედი. ისე მაგარ იღბალა ყოფილა.
უდიდესი პოტენციალოს მქონე ცხოველია მინგესა!!!
ძალიან მომწონს მისი თანაში როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც იცის ჩართცა!
მოკლედ აუცილებლად ბევრწლიანი კაცი უნდა გახდეს ბარსასი.
ახალგაზრდები ბოლო რამდენიმე თვეში როგორ დაიხვეწნენ ♥♥♥
ამას აქვს პოტენციალი ბარსას დონის რომ გახდეს. არაუხო და ეს მაგარი დუო ცენტრში💜❤ მარჯვნივ დესტი და მარცხენა ჯერ საძებნელი გვყავს. იმედია ბალდე გახდება მაღალი დონის….
იმედია გარსიას მოსვლის შემდეგ ეს მაინც ძირითად შემადგენლობაში იქნება და მის მოსვლას არ შეეწირება.