workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამაზი გოლები და სენსაცია | კატალონიელთა II სანაკრებო დღე

ლამაზი გოლები და სენსაცია | კატალონიელთა II სანაკრებო დღე

დასრულდა სანაკრებო მატჩების II სათამაშო დღე. ამჯერად საქმეში 3 “ბლაუგრანელი” ვიხილეთ. 

თითოეული მათგანისათვის ეს შეხვედრები დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო.

თავდაპირველად მარტინ ბრეითუეიტის დანიის ნაკრებმა ისრაელი გასვლით მატჩში დაამარცხა, პირველი გოლი და თანაც საკმაოდ ეფექტურიც, სწორედ “ბარსას” 9-იანმა შეაგდო. მან მოედანზე სრული 90 წუთი დაჰყო და 3 ქულის მოპოვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მარტინის გოლიდან ათიოდე წუთში იამაიკასთან სერჟინიო დესტმა უფრო ლამაზი მომენტი შემოგვთავაზა და ამხანაგურ მატჩში ბრწყინვალე გასროლით გამოირჩა. სერჟინიო მშვენიერ ფორმაშია და ეს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებშიც დაადასტურა.

მესამე “ბარსელონელი” კი, რომელიც მინდორზე ვიხილეთ პედრია. ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ჯგუფში საქართველოსთან ერთადაა საბერძნეთთან საშინაო მატჩში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. “ფურია როხა” ერთპიროვნულ ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა ბალკანელებთან მხოლოდ ქულას დასჯერდა. “ბარსას” 18 წლის ვუნდერკინდი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, მან დანი ოლმო შეცვალა. ეს პედრისათვის სადებიუტო მატჩი იყო და მომდევნო ჯერზე მას 28 მარტს, “დინამო არენაზე” ვიხილავთ.

მატჩის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთანმცირე კომენტარიც გააკეთა:

“ეროვნულ ნაკრებში პირველი შეხვედრით ბედნიერი, თუმცა შედეგით დამწუხრებული ვარ. ვეცადეთ გამარჯვების გოლი გაგვეტანა, მაგრამ სირთულეებს წავაწყდით.”

განაცხადში ასევე იყვნენ ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და მარკ ანდრე ტერ შტეგენი, თუმცა მათ სათამაშო დრო ამჯერად არ მისცემიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Always cule
    schedule 26 მარ 2021, 22:32

    საერთო ჯამში კარგი დღე გამოვიდა

  • nika 54
    schedule 26 მარ 2021, 16:44

    როგორც კომენტატორმა აღნიშნა, მატჩი ბარსელონელების გარეშე დაიწყო და ეს ბოლო წლებში პირველი შემთხვევა იყო.

  • ბასქუ10
    schedule 26 მარ 2021, 12:40

    ალბას რატო არ აყენებს ენრიკე მიკვირს, არადა ასეთ ფორმაში მყოფი ალბა მაოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია

  • El pistolero 9
    schedule 26 მარ 2021, 11:24

    Gagi Wiklauri,
    ლუჩო კიკე სეტიენს როგორ უნდა შეადაღო??

  • Diana
    schedule 26 მარ 2021, 07:57

    ტერ შტეგენს რა ტყუილად იძახებენ

  • me da barca
    schedule 26 მარ 2021, 03:00

    სად დღევანდელი ესპანეთის ნაკრები და სად ჩავი, ინი და პუის დროინდელი ნაკრები. სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთთან ერთად შედეგსაც დებდნენ და ეს უმეტეს წილად ბარსას ფეხბურთელების დამსახურება იყო. ალბა, ბუსი, ჩავი, ინიესტა, პიკე, პედრო, ვილია. ამ ნაკრებს ბურთს არც ანახებდნენ.

  • ჯორჯ
    schedule 26 მარ 2021, 02:29

    ანხელინიოს ნაკრებში რატო არ იძახებს?