დღეს არაერთ ვებვერდზე გავრცელდა ინფორმაცია მომდევნო სეზონში “ბარსელონას” სავარაუდო მე-3 ფორმის დიზაინთან დაკავშირებით. დიზაინი მართლაც უცხოა და მან არაერთი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ ინფორმაციის მართებულობაში ეჭვი პირველად Sport-მა შეიტანა, რომლის ჟურნალისტის მტკიცებითაც შეუძლებელია ეს სათამაშო ფორმა იყოს, რადგან მასზე კლუბის სპონსორის ადგილი გათვალისწინებული არაა. კატალონიელი ჟურნალისტები მართლები აღმოჩნდნენ.
ინფორამციის წყარომ, Footyheadlines-მა, მოგვიანებით, მისივე ინფორმაცია დააზუსტა და განაცხადა რომ საუბარი არა სათამაშო ფორმაზე, არამედ კლუბის ერთ-ერთი მაისურზეა, რომელიც 25 ევრო ეღირება.
რაც შეეხება სათამაშო ფორმებს, ინფორმაცია ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

არ გამიკვირდა ამ კლოუნის ფორმით მოედანზე როგორ უნდა გავიდნენ მეთქი. თუმცა რაღაც ამის მაგვარი მახსოვს რეალს ეცვა.
ამას მაინც არავინიყიდის, რა დონის უგემოვნო უნდა იყო რომ ეს იყიდო
ამას ვიყიდი და მაგიდაზე გადავაფარებ სუფრის პონტში
სომხებზეა გათვლილი. ცავატანემ
ყოლიფერზე ეტყობა კლუბს, კრიზისში რომაა
რა საშინელი სანახავი იქნებოდა თამაშის დროს
კი გამიკვირდა, რადგან თავი, რომ დავანებოთ ნაიკის ლოგოს, რომელიც არც ეტყობა, ბარსას გერბი მაისურის შუაშია და ამ ჭრელა-ჭრულას ფონზე ძლივს ჩანს და არც სპონსორის სახელი გამოჩნდება ნორმალურად. რაც მთავარია საშინელებაა თვითონ დიზაინი.
ამაში ფულს ვინ გადაყრის ის მაჩვენეთ…😁😁 ასე ეკინომიკა ვერ წავა წინ…😁😁
არავინ იყიდის 😂😂😂
კიდე კაი.
უჰ კიდე კაი