workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰოლანდის ტრანსფერი რთულია, მაგრამ შესაძლებელი

ჰოლანდის ტრანსფერი რთულია, მაგრამ შესაძლებელი

რამდენად რთულია “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა? შეუძლია თუ არა კატალონიურ კლუბს ერლინგ ჰოლანდის შეძენა? არის “ბლაუგრანას” გაკოტრება რეალური? ამ საკითხებზე სპორტის მიმართულების იურისტი ენრიკ რიპოლი საუბრობს.

ჰოლანდის ტრანსფერი

რიპოლის აზრით ჰოლანდის ტრანსფერი რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

უპირველესად, აქცენტი ბონუსებზე უნდა გაკეთდეს და არა ფიქსირებულ თანხაზე. ეს კლუბს კორონავირუსის კრიზისის შედარებით უმტკივნეულოდ დაძლევაში დაეხმარება. როდესაც ბონუსების გადახდის დრო მოვა, ვირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი უკვე აღარ იქნება.

ტრანსფერისთვის საჭირო თანხის მოძიება რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ამისთვის საჭირო იქნება მევალეებთან და ფეხბურთელებთან არსებული პირობების გადახედვა. პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია.

რიპოლის თქმით “ბარსელონას” ხელს ისიც შეუწყობს, რომ UEFA ფინანსური ფეარ ფლეის პირობებს კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს.

გასულ წელს რეგულაციები ცოტა ხნით შემსუბუქდა. მაშინ გვეგონა, რომ კრიზისი მალე დასრულდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კლუბების ვალები გაიზარდა და ამჟამინდელი რეგულაციების დარღვევა ბევრ კლუბს მოუწევს, თუმცა ეს არა არასწორი მმართველობის, არამედ კრიზისის ბრალია.

გაკოტრება

ენრიკ რიპოლი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” გაკოტრება გამორიცხული არაა, მაგრამ ეს მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.

ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ახალი ხელმძღვანელობაც. რიცხვები არ იტყუება, მოქმედებაა საჭირო.

უპირველესი ამოცანა 270 მილიონი ევროს ოდენობით ვალის გადახდაა. “ბარსელონას” შეუძლია მოლაპარაკებები იმ კომპანიებთან გამართოს, რომელთა ვალიც აქვს. თუმცა უნდა გავიგოთ, რას მოითხოვენ ისინი სანაცვლოდ. 

კრედიტორები დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ “ბარსელონამ” ფუნქციონირება უპრობლემოდ განაგრძოს. რატომ არ ითხოვენ კრედიტორები გაკოტრების საქმის აღძვრას? იმიტომ, რომ მათ იციან, მომავალში ვალს მაინც ამოიღებენ, ხოლო კლუბის გაკოტრების შემთხვევაში მათი შემოსავლები შემცირდება.

რიპოლის სიტყვებს Sport ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 26 მარ 2021, 17:11

    თვითონ რეალზე ოცნებობსო და წელს თუ არა გაისად მაინც წაიყვანს პერესი 75 რო გახდება გამოსასყიდი.

  • MARADONA1968
    schedule 26 მარ 2021, 14:29

    ლაპორტას გაიასნებული ექნება ჰალანდს დაითრევს

  • ბასქუ10
    schedule 26 მარ 2021, 12:21

    ძალიან მეეჭვება რომ წელს ამის ტრანსფერი შედგეს, გაისამდე კი გამოხტება ვიღაც პერესი და აგვახევს თვალწინ

  • El pistolero 9
    schedule 26 მარ 2021, 11:04

    M10 S9 D11,
    თან ამათი გაშვებით სახელფასო თანხა იმდენი იზოგება ჰალანდის და ალაბას ხელფასებს თავისუფლად უნდა ეყოს

  • M10 S9 D11
    schedule 25 მარ 2021, 21:47

    გრიზმანი კოუტინიო პიანიჩი 100-120 მილიონად უნდა გასუხარდნენ და მოვიყვანთ ამას უპრობლემოდ

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 20:36

    ეს რო მოიყვანონ მრავალი წელი ფორვარდის პრობლემა მოხსნილი გვექნება, თუ დარჩება დიდი ხნით

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 25 მარ 2021, 19:41

    მოიყვანონ რა მალე იმიტომ რომ დასწრებაზეა ყველაფერი და ამასობაში დასასწრებს რომელიმე კლუბი.

  • ROUCH
    schedule 25 მარ 2021, 19:21

    ამას ხელი თუ ტაცა რომელიმე დიდმა გუნდმა, ერთი 10 წელი აღარ დათმობს ასე რო უნდა გაიხნენ შუაზე და იყიდონ, ვალსაც როგორმე დაფარავენ მთელის გადახდას არც არავინ ითხოვს, საცა სტადიონზეც დაიწყებენ ხალხის დაშვებას იქ მუზეუმი გაიხსნება და ეშველება გუნდსაც

  • Diana
    schedule 25 მარ 2021, 19:19

    ძალიან ბევრი დაგვიჯდება ჰალანდი , ჯერ ვალების გასტუმრება და ფეხბურთელების გაყიდვა სჯობს

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 18:56

    რთული იქნება, მაგრამ იმედია შეძლებს ლაპორტა მოყვანას

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 18:50

    რაღაცა უხილავმა არსებამ მსოფლიოს დედა უტირა.
    რაც შეეხება ჰოლანდს, ძალიან მეეჭვება ამის მოყვანა ამ ზაფხულს, ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

  • BEQA BARCA
    schedule 25 მარ 2021, 18:35

    იმედია მოიყვანს ჰალანდს ლაპორტაააა…💜❤