ABC-ს ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, დავიდ ალაბამ, მადრიდის “რეალთან” წინასწარი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
ავსტრიელი ფეხბურთელი 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე მას 20-მილიონიანი შემოსავალი ბონუსის სახით მიენიჭება.
ავსტრიელს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მისი დამატების სურვილი “რეალთან” ერთად “ბარსელონასაც” ჰქონდა.
ABC-მ ასევე ერლინგ ჰოლანდის შესახებაც დაწერა. მათი ცნობით, ნორვეგიელს “რეალში” თამაში სურს და ამის შესახებ მის გარემოცვას უკვე ესაუბრა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის სხვა დეტალი ცნობილი არაა და სანდოობაც ეჭვქვეშ დგას.

დაველოდოთ ზაფხულს თუმცა ეს გამაღიზიანებელი ინფორმაცია იყო, ზაფხულამდე კიდე 1000 ჭორი გამოქვეყნდება
ეგეც ზღაპრის დასასრული. ვიცოდი ეს წინასწარი ტრაბახი ჰოლანდის მოყვანა, ალაბას დამატება უბრალოდ წინასაარჩევნო გზები იყო, ვერც გაამტყუნებ ადამიანს. აგერ ჩვენ უფასო ფულს გვპირდებოდნენ და რო მოვიდნენ "დაავიწყდათ"
რეალი არა შვანცკი ბარსაში მოვა
ერთხელ გადაკუზა რეალმა ლაპორტა ბექჰემი რომ წაართვა და ბოლოს ვინ აღმოჩნდა გადაკუზული გამოჩნდა მანდაც ვდ
ხვალ იგივეს დაწერენ ოღონდ რეალის ნაცვლად ბარსას დაწერენ ძააან ადრე მოუვიდათ ეს ტროლაობების დაწყება და რა გაუძლებს
ალაბაზე უკვე ძაან ბევრი ჭორებია, ტროლების და მერე ჟურნალისტების მიერ აგორებაა.
ალაბას ბარსაში უნდა, თუ ჩვენ მის წინა ისტორიბს გადავხედავთ
ეჰჰჰ
არაფერი არ დაიჯერება ამათი, სანამ ოფიციალურად არ გახდება ცნობილი
ლაპორტ პერესს თავი არ გადააკუზინო მეასედ
არადა ამის მოყვანა დაცვაში რამდენ პრობლემას მოაგვარებდააა…იმედია ბოლომდე არაფერია გადაწყვეტილი და შევძლებთ გადმობირებას
არ ჩა***ა დააავიდ!