workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და დე იონგი “ანოეტას” დისკვალიფიკაციის ზღვარზე ესტუმრებიან

მესი და დე იონგი “ანოეტას” დისკვალიფიკაციის ზღვარზე ესტუმრებიან

“ანოეტას” წყევლა “ბარსამ” უკვე დიდი ხანია რაც დაამსხვრია, ახლა კი ზედიზედ 3-მატჩიანი წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება. 10-წლიანი მოუგებელი პერიოდის შემდეგ “ბარსამ” ბოლო 3 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა.

კვირას გასამართ თამაშზე გუნდს ახალი პრეზიდენტიც, ჟოან ლაპორტაც გაჰყვება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფრენკი დე იონგსა და ლიონელ მესის 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ და ამ მატჩში გაფრთხილების შემთხვევაში “ვალიადოლიდთან” ვეღარ ითამაშებენ. ესპანეთის ჩრდილო-დასავლურ კლუბთან “ბარსა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ითამაშებს.

“ატლეტიკოსთან” სხვაობა უკვე 4 ქულაა და ელ კლასიკომდე ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებით ლა ლიგის ლიდერობისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 11:02

    ჯობია აიღონ და ვალიადოლიდს წესით უნდა მოუგოთ მათ გარეშე

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 19:26

    და წინა თამაშში არ იყვნენ დისკვალიფიკაციის ზღვარზე?

  • LM10TheLegend
    schedule 20 მარ 2021, 13:18

    უნდა მიიღონ თორე კლასიკოს ტოვებენ

  • El pistolero 9
    schedule 20 მარ 2021, 10:25

    Don_Andresito,
    და ვალიადოლიდთან რამე რო იყოს და მიიღოს კლასიკოს ტოვებს!!!სიფრთხილეს თავი არ სტკივა,ვალიადოლიდთან გავძვრებით რამენაირად

  • Diana
    schedule 20 მარ 2021, 07:55

    წესით დღეს აიკიდებენ

  • Don_Andresito
    schedule 20 მარ 2021, 02:22

    ციტატა: El pistolero 9
    ჩემი აზრით უნდა მიიღონ ყვითლები.მესიმ გოლის მერე მაისური გაიხადოს laughing ვალიადოლიდს კი უნდა მოუგონ მესის და ფრენკის გარეშეც.


    ორივეს ერთად გამოკლება რავიცი, ეიბართანაც ვერ მოიგეს მესის გარეშე. ჯობს ფრენკიმ აიღოს, თან სანაკრებოს მერე დაისვენებს. ლეო კიდე სანაკრებოს გარეშეა და დასვენებული იქნება ისედაც და ვალიადოლიდს მარტო მოუგებს. თან მესის შეუძლია არ მიიღოს ყვითელი, ფრენკი კიდე ნახევარმცველია და ხშირადაა ბრძოლაში. მესი დიდად არ აპრესინგებს მეტოქეს და ბრძოლაშიც არ შედის, თუ ნერვებს მოთოკავს და მსაჯებთან კაჩაობას არ დაიწყებს რასაც აზრი არც აქვს რეალურად, მაშინ არც მიიღებს. ნუ თუ ლაოსი მიიღებს ბრძანებას "ზემოდან" ზაპროსტა გააყვითლებენ მარა არ მგონია

  • Albicelecte
    schedule 20 მარ 2021, 01:37

    უნდა აიღონ ყვითელი, თორემ ვალიადოლიდთან მატეო ლაოსს ან ვინმე უარესს დანიშნავენ და რამდენიმე ყვითელს დაუკვეტავენ მინიმუმ

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2021, 01:03

    ხოდა აიკიდონ ყვითლები და გამოტოვონ ვალიადოლიდთან თამაში

  • MARI=BARCA-fan
    schedule 20 მარ 2021, 00:21

    smile რაღა ტყუილად, თუ მადრიდისტა მსაჯი იქნება, ბარემ ჯავრი იყარონ გემრიელად! smile smile

  • El pistolero 9
    schedule 19 მარ 2021, 23:54

    ჩემი აზრით უნდა მიიღონ ყვითლები.მესიმ გოლის მერე მაისური გაიხადოს laughing ვალიადოლიდს კი უნდა მოუგონ მესის და ფრენკის გარეშეც.

  • Always cule
    schedule 19 მარ 2021, 23:42

    შეუძლიათ მიიღონ ბოლო წუთებზე სოსიედადთან, ვალიადოლიდს ამათ გარეშეც უნდა მოვუგოთ

  • BEQA BARCA
    schedule 19 მარ 2021, 23:38

    ორივემ აიკიდოს თუ გინდა 90 წუთზე. მაგალითად მსჯას შეეკამათონ ეუხეშონ. ელ კლასიკოში გვჭირდება ორივე💜❤!!

  • me da barca
    schedule 19 მარ 2021, 23:27

    თავისუფლად შეუძლია ორივეს, მიიღონ ყვითელი სოსიედადთან. მერე ვალიადოლიდს ვხვდებით და მესის და დე იონგის გარეშეც მოვუგებთ იმედია.