workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” დავიდ ალაბას ალტერნატივად ხოსე გაიას განიხილავს

“ბარსა” დავიდ ალაბას ალტერნატივად ხოსე გაიას განიხილავს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “ბაიერნის” ავსტრიელი უნივერსალის, დავიდ ალაბას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ხოსე გაიას შეძენას შეეცდება.

“ბარსელონას” პრიორიტეტი ალაბას შეძენაა, რომელსაც დაცვასა და ნახევარდაცვაში თამაში შესანიშნავად შეუძლია. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანამ” 28 წლის ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებასაც კი მიაღწია, მაგრამ ტრანსფერის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, პრობლემად რჩება მისი მაღალი ანაზღაურება.

კატალონიური წყაროს ცნობით, “ბარსა” ალაბას ალტერნატივად “ვალენსიას” მარცხენა მცველს, ხოსე გაიას განიხილავს. “ბლაუგრანა” 25 წლის ესპანელის დამატებას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ დავიდის ტრანსფერი ჩაიშლება. მატეუ ალემანი, რომელიც კლუბის ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას გუნდს შეუერთდება, ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს. ივარაუდება, რომ იგი გაიას დაყოლებას შეძლებს.

ხოსა გაიას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში იწურება. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Barca_MNS
    schedule 14 მარ 2021, 21:39
    #12

    აბა ალაბასთან ყვეალაფერი შეთანხმდაო ? ;დ

  • nika 54
    schedule 14 მარ 2021, 12:51
    #11

    ამის დიდი ხელფასი რო გვაშინებს, გრიზმანს და დემბელეს ნაკლებს უხდიან? მოიშორონ ორივე რა ჯანდაბად გვინდა, ჰოლანდი თუ მოდის. გარდა მაგისა მშვენიერი ახალგაზრდობა მოდის თავდასხმაში.

  • Messiah
    schedule 14 მარ 2021, 06:25
    #10

    ანჰელინიო მზეებოოოო მერამდენე წელია ვწერ რატო ვერ ამჩნევენ …. ფუ თქვენი

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 22:42
    #9

    ალაბას პერესი დაკერავს სავარაუდოდ

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 20:54
    #8

    ანუ გამოდის ალაბას მაინც ფლანგზე განიხილავენ,არადა მე ცენტრში უფრო მომწონს მაგის კანდიდატურა.ფლანგზე გაია ბრწყინვალე ვარიანტია

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 20:25
    #7

    ალაბაც და ესეც რო დავითრიოთ იმენა დავიხატებით

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:35
    #6

    საკმაოდ კარგი ვარიანტია, გაია მშვენიერი შენაძენი იქნებოდა

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 19:27
    #5

    დაცვაში ამ მომენტში გამოცდილი კარგი მოთამაშეები გვჭირდება , ბარსა ბ-დან ახლო მომავალში უნდა ვცადოთ ახლები

  • rivaldo80
    schedule 13 მარ 2021, 18:10
    #4

    ძალიან კარგია აი ეს მართლაა მაგარი იქნებაა…

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 17:12
    #3

    კარგი ვარიანტია, მაგრამ ლა მასიელებსაც უნდა მიეცეთ შანსი, ბალდეს და მარმოლს, იქნება და ამართლებენ მაგრად

  • antonio
    schedule 13 მარ 2021, 17:09
    #2

    35 მილიონს პლიუს ამისი ხელფასი არამგონია მარტო ალაბას ხელფასზე მეტი იყოს

  • gecheche
    schedule 13 მარ 2021, 17:05
    #1

    კაია რო ალტერნატივა. არი ალაბას გარდა ესეც კაი ფეხბურთელია როცა წავა ალბა ეს და ბალდე იქნებია კონკურენციაში