Cadena Ser-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის, პუნტა კანაში (დომინიკელთა რესპუბლიკა), ხულიო იგლესიასის სახლში დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა, სადაც “ბარსელონას” კაპიტნის პარიზში გადაბარგების საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული.
წყაროს ცნობით, შეხვედრა გაუქმდა – ხორხე მესის განცხადების თანახმად, ის ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჟოან ლაპორტასთვის მოსმენას აპირებს.
“ბარსას” ახალი პრეზიდენტის შეთავაზებებზეა დამოკიდებული, აირჩევს თუ არა არგენტინელი “ბარსაში” დარჩენას. თუ Ser-ს ვენდობით, მესის წასვლის შანსი 50%-ია.
კატალონიური გრანდის დატოვების შემთხვევაში მესის არჩევანის გაკეთება “პარი სენ-ჟერმენს”, “მანჩესტერ სიტისა” და ამერიკულ კლუბებს შორის შეეძლება.

კარგად გამოჩნდა ამ შეხვედრიდან რომ ბარსა ბრძოლის ასპარეზში რჩება .. და კვლავ იბრძოლებს დიდი მომავლისთვის..
არ წავა მესი პსჟ-ში, არა
მესი დარჩება, მგონი ხვდება რომ უკეთესი გუნდი ვხდებით ნელ ნელა და ისევ გვექნება ის ბრძოლისუნარიანობა რაც ადრე გვქონდა, ახლა ფრანგები უნდა გაყაროს ლაპორტამ გუნდიდან და ვინმე ნორმალური სასტავი მოიყვანოს
არ წავა მესი პსჟში!!! ლაპორტა გააძლიერებს გუნდსს
მესიზე იმდენს ლაპარაკობთ, ვფიქრობ ხანდახან მწვრთნელი არა ყავს ბარსას? მესიმ უნდა იაქტიუროს თუ მწვრთნელმა, ხალხო ფეხბურთს არ უყურებთ? სად ნახეთ გუნდის კაპიტანი მოედანზე ფეხბურთელებს უყვიროდეს და "ყურებში ურტყავდეს" როგორც უყვარს აქ თქმა. შეხედეთ სიმეონეს, მოურინიოს , კონტეს, ემერის, პეპს ბოლო ბოლო. მთელი თამაში ყვირიან და იძლევიან მითითებებს. მესიმ ითამაშოს თუ დარიგებები იძლიოს მოედანზე. დაბერდა და ვეღარ თამაშობს? კი ბატონო. მწვრთნელი რას აკეთებს? შეცვალოს რა პრობლემაა, გაუშვან გუნდიდან, არ ითხოვდა. მოკლედ თქვენ გინდათ ამ ვეტერანმა მეტრანახევრიანმა კაცმა მარტოკამ მოიგოს თამაშები? ეგრე არ გამოვა აღარ არის 25 წლის და შეეგუეთ. სირცხვილია მსოფლიო აქებს და აქ ლანძღავთ ესე შეიძლება? ნუ მეტყვით, რო ჩემზე მეტი გესმით ფეხბურთში და მეტი გაქვთ ნანახი. არ დაიერებთ მაგრამ პელეს თამაში ცოცხლად მაქვს ნანახი, სხვეზე რო აღარ ვილაპარაკო. თუ ასაკი გაინტერესებთ ადვილად გამოთვლით ჩემი ნიკით.