ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, სადაც მადრიდულ დერბიში ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა.
ლა ლიგის ლიდერმა “ატლეტიკომ” და მე-3 ადგილოსანმა “რეალმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ქულები გაიყვეს, რითაც ყველაზე მეტად “ბარსელონამ” ისარგებლა.
ამ მომენტისთვის “ბლაუგრანა” “ატლეტიკოს” 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო “რეალს” 2 ქულით უსწრებს. “როხიბლანკოს” “ბილბაოსთან” გადადებული მატჩი აქვს თადარიგში, რომელიც 10 მარტს უნდა გაიმართოს.
“ლურჯ-ბროწეულისფრებს” სეზონის ბოლომდე ორივე გუნდთან მოუწევთ თამაში. 11 აპრილს “დი სტეფანოზე” “ბლანკოსს” ესტუმრებიან, ხოლო 9 მაისს “კამპ ნოუზე” დიეგო სიმეონეს გუნდს მიიღებენ.

ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე", სადაც მადრიდულ დერბიში ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა.
მერე უყურეთ მაგ თამაშს? როგორ ფიქრობთ დღევანდელი ბარსა შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რომელიმეს, რა ტემპში ჩაატარეს 90 წუთი ნახეთ ხომ. და ჩვენ მაგათ ვაჯობებთ?
მაგ ტემპში არ მახსენდება რომელიმე თამაში ჩაგვეტარებინოს, წელს. სევილიასთანაც კი სულ ბეწვის ხიდზე ვიდექით. პესიმისტს ნუ დამიძახებთ, მაგრამ თვალები გავახილოთ, თასი წელს მაქსიმუმია თუ ატლეტიკიც არ იყო ჩვეულ ფორმაში. ლა ლიგაზე არც ვიფიქროთ. თუ ღმერთმა ქნა და მოვიგეთ პირობას ვდებ საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, რომ ვერ შევნიშნე ბარსას აღმატებულება ამ ორ გუნდზე.
აღარცერთი მატჩი არ უნდა წავაგოთ და არც ფრე არ გვაწყობს, ატლეტიკო კიდევ დაკარგავს ქულებს და აუცილებლად გვექნება შანსი
კაროჩე ბარსამ თუ წელს ლალიგა და კოპა დადო კუმანს ძეგლი უნდა დავუდგათ😂