workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილაიშ მორიბა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

ილაიშ მორიბა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ

ანსუ ფატიმ “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი 2019/20 წლების სეზონში, “ელ სადარიზე”, “ოსასუნას” წინააღმდეგ გაიტანა. ანალოგიურად, მომდევნო სეზონში თავი ილაიშ მორიბამაც გამოიჩინა.

მორიბამ მშვენიერი გოლით მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მატჩის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

“ლა მასიაში” ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ისევე როგორც მამაჩემისგან. ამ გოლს სწორედ მათ ვუძღვნი.”

“ლეომ პასი მომცა, მე მარჯვენათი დავარტყი და მადლობა ღმერთს, ბურთი კარში წავიდა. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.”

“ანსუ? ის ჩემი ძმაა და ძალიან მოხარული ვარ, რომ სადებიუტო გოლი მის მსგავსად, ამ სტადიონზე გავიტანე.”

“ჩვენ ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებულად არასდროს მიგვაჩნდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (20)

  • სპარტაკი
    schedule 07 მარ 2021, 14:47

    ან თარგმანში გეშლებათ .. და ანდა მორიბას არ ახსოვს რომელ ფეხით დაარტყა და გაიტანა .. მარცხენათი გაიტანა დაზუსტებით ვიცი.

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:11

    ძაან მაგარი გოლი შეაგდო.ეს ოსასუნა კიდე ამოჩემებული ხოარ ყავთ სადებიუტო გოლებისთვის.

  • FC Bayern Munich
    schedule 07 მარ 2021, 12:31

    უსაყვარლესი ტიპია და ეტყობა რამხელა ენთუზიაზმიდ თამაშობს, ესეთებს მოაწვთ წარმატება, რომლებიც ყველაფერს გაიღებენ საყვარელი კლუბის გამო, თარგმანში მცირე შეცდომა, მორიბა: ღმერთო ეს ბურთი კარში შევიდესოო, ზუსტად ესე თქვა, არასდროს დამავიწყდება ეს მომენტიო, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რო მესიმ უპასა, მოკლედ იმედია ბარსა დაძლევს პრობლემებს და მომავალი სეზონიდან სრული სიძლიერიდ დაბრუნდებიან ყველა ტიტულისთვის ბრძოლაში. ❤️

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 12:25

    ეს ბიჭიც მიემატება ლა მასიის პროდუქტს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მარ 2021, 11:47

    მოკლედ მორიბაც შენიშვნების მსხვერპლი გახდა რამდენიმესგან იმ მიზეზით რომ ემოციებისგან შეეშალა მარცხენა ფეხით დაარტყა თუ მარჯვენათი როგორც ჩემს შემთხვევაში ხდება რომ ის რამდენიმე რამე თუ შემეშალა შემთხვევით ეგრევე გამომიხტებიან ხოლმე რაც უკვე ნაკლებად მაინტერესებს რომ იცოდეთ გამოხტით ვისაც გინდათ პასუხი ჩემგან დ ა ი გ ნ ო რ ე ბ ა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ კომენტარზე smile .არაფრად ჩავაგდებ მაინც და ტყუილად დახარჯავთ იმ რამდენიმე წუთსაც კომენტარის დასაწერად გაიგეთ ბრატცი? laughing კარგად წაიკითხეთ და მარტო წაკითხვით ნუ დაკმაყოფილდებით smiley

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 11:41

    ასეთი ხალხი გვჭირდება 💪

  • nika 54
    schedule 07 მარ 2021, 11:18

    მარჯვენათი როგორ დაარტყი, მარჯვენით გადმოიტანე მარცხნივ და მარცხენით გაუშვი…
    მე მგონი ამას დემბელესავით მარჯვენა-მარცხენა ეშლება.

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 10:15

    კარგი ბიჭია და იმედია ასე ან უფრო უკეთესად გააგრძელებს თამაშს და დაეხმარება გუნდს, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 08:09

    რა შეკლასა ამ ოხერმა

  • frenkie dejong21
    schedule 07 მარ 2021, 03:44

    რეალის ახალგაზრდულ გუნდს რო ჰეტრიკი შეუსრულა მაქედან დაიწყეს ამ ბიჭზე ლაპარაკი და მაშინ გავიცანით😍
    ერთ-ერთი გოლი ცენტრიდან გაუტანა რეალს
    ძაან მაგარი ბავშვია ❤

  • Don_Andresito
    schedule 07 მარ 2021, 03:07

    ფეხები შენც გერევა დემბელესი არ იყოს? იმისტვისაც სულ ერთია რომლით უბრახუნებს, ამბობს ცაცია ვარ მარა მარჯვენათი უკეთ ვუტყამო 😀 თუ თარგმანში ურევს ვიღაცა 😀 ისე მინახავს ამისი ბევრი გასროლა გოლი ახალგაზრდულში და ცაციათიც კარგად ისვრის. ეს გოლი ფსიქოლოგიურად მოხოდავს, ფრენკი პედრი პუჩი მორიბა არის. ეხლა ორელიანა ნახეთ თქვენ რა ბიჭია, მაგათ თუ არ აჯობოს ოთხივეს აგერ ნახავთ და შეიკვრება საშვილთაშვილო ნახევარდაცვა. ბუსის წასვლის მერე ტიპიური საყრდენი გვინდა მაინც, ფრენკი ჯობს უფრო შემტევი დავალებებით დაიტვირთოს. ორელიანა წავა საყრდენად მარა ვინმე უფრო ისეთი გვინდა, იმენა საყრდენი, აი როდრის მსგავსი. ისე კი თუ 1 ნახევვარმცველის ყიდვა გადაწყდა ხმას აუარს მივცემდი, ასევე კამავინგას. ფაბიან რუისი აღარ მევასება დიდად. მაგ ორიდანაც არც ერთია ტიპიური საყრდენი მარა კამავინგა და ფრენკი ერთად შეინაცვლებდნენ მაგ როლს. შეტევაშიც გამოჩნდებოდეს კარგი გოლეადორი, სეზონში 20 გოლი სტაბილურად რო ყაროს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს. თორე ჰოლანდის ყიდვის შანსი 5% იყოს მაქსიმუმ. ისე ლა ლიგის ცხრილს გადავხედე და რეალს ატლეს მერე უმარტივესი ცხრილი აქვს, ჩვენ კიდე მიჯრით 4 რთული გასვლა, საშინაო თამაშების მერე ანუ. სოსიედადი ვალენსია ვილიარეალი და კლასიკო. რეალს ერთი ბილბაოსთან დარჩება გასვლა დალშე ყველა რთული თამაში სახლში აქვს. ხვალ მაგათი წაგება ჯობს დამიჯერეთ, ცოტა დაიდუხონ იქნებ და ჩამოშორდნენ ბრძოლას თორე ხვალ თუ მოიგეს 70% ით ეგენი წაიღებენ ისევ ლა ლიგას.

  • cezo45
    schedule 07 მარ 2021, 02:29

    მოკლედ ეს ელ სადარი სტადიონი რომელიც ვაჟიშვილ ფეხბურთელებს ავაჟკაცებს თუ რაპონტია ყველამ სადებიუტო აქ გაიტანა 😄
    ისე ფატიზე რა ისმის ამ სეზონში გამოვა სათამაშოდ თუ ვერა?

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 02:22

    ამ გოლმა მურაბას ფასი 5 მილიონით გაზარდა. barca-6
    მორიბამ სადებიუტო გოლი გაიტანაო, ის სტატია სად გაქრა?

  • Anano_Ch
    schedule 07 მარ 2021, 02:21

    რა კარგი ბავშვია მართლა 👏 იმხელას გავს ბავშვს რომ ვეძახი ცოტა კი მერიდება მარა 🤣🤣

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მარ 2021, 02:17

    როგორი გახარებულია.ერთი გოლის მიხედვით არ ვმსჯელობ მაგრამ უნდა მიეცეს ამასაც აუცილებლად დრო.

  • ROUCH
    schedule 07 მარ 2021, 02:15

    ვსო ნახევრდაცვა გვყავს მხეცი, იმდეია არუხოც აღარ იტრამვიანებს, ერთი კაი მეგოლე ანუ ჰალანდი და გვეშველება რაღაცა

  • davidus2020
    schedule 07 მარ 2021, 02:10

    ბავშვის ჯერ,ისე გახარებულია,მარცხენათი გაიტანა და დაავიწყდა სიხარულისგან??!! ეს ერთი და სხვა მრავალი!!

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 02:09

    რა მარჯვენათი დავარტყიო. სიხარულისგან დაავიწყდა თუ თარგმანშია შეცდომა. მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადმოიტანა და გაუშვა.

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 02:08

    მარცხენათი დაარტყა

  • Kaka
    schedule 07 მარ 2021, 02:06

    მოიცა კაცო ხო ჩატეხა და მარცხენათი არ დაარტყა???