“ბარსელონას” უხუცესი კლუბის წევრი, ანუ როგორც მას უწოდებენ, “სოსიო”, მანუელ მანოს გონსალბო 99 წლისაა.
მან კლუბის წევრობის ოფიციალური სტატუსი 1932 წლის სექტემბერში მოიპოვა.
2007 წელს “ბარსელონას” იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, 75-წლიანი ერთგულებისათვის ოქროს ორდენი გადასცა.
ახლა მანუელ გონსალბოს ხმის მიცემა კვლავ შეუძლია, ის “სოსიოს” სტატუსს უკვე 89 წელია ატარებს. 99 წლის უხუცესს კვირას საარჩევნო ყუთთან აუცილებლად ვიხილავთ.
ელექტრონულად მიცემული ხმები უკვე “კამპ ნოუზეა”, 8 მარტს თბილისის დროით 02:30-ზე კი “ბარსას” 41-ე პრეზიდენტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მარა ასეთი ბარსას შემტურეს გული როარგაუსკდა მიკვირს
100 ამდე მიაღწიოს რა 😎
2007 წელს "ბარსელონას" იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, 75-წლიანი ერთგულებისათვის ოქროს ორდენი გადასცა.
მერე 2012-ში 80 წლიანი ერთგულების ან 2017-ში 85 წლიანი ერთგულების აღარ გადასცეს ამ ღირსეულ კაცს.
ესპანეთი საერთოდ დღეგრძელი ხალხით არის გამორჩეული, ჩემი შვილის სიდედრ-სიმამრი შესაბამისად 85 და 87 წლების არიან და ორივენი მოხოდილები არიან. ისე დადიან 60 წელზე მეტს ვერ იფიქრებ რომელიმეზე.
ეს არ ყოფილა ბარსას ფანი.რომის ენფილდის და ბაიერნის ფიასკოს მერე გული როგორ.არ გაუსკდა
და ვიღაცა კიდე ასაკზე დამცინებს, შენ რა იცი ფეხბურთი, იცი რამდენი ხანია ვუყურებო? 😆 კაცი 89 წელია რაც სოსიოა ჯერ მარტო, რამდენი რამე ექნება ნანახი 😁💙❤️
ბართუშას შვილების მამა ყოფილა და მაგიტომ გაბოროტდა ის ოხერი როცა გაიგო
ძალიან მაგარია საღოლ 89 წელი სოსიოა კაცი
10 წლის ბიჭუნას მოუპოვებია წევრობა.
თუ ეს ძველი სურათი არაა, 99 წლის კვალობაზე კარგად გამოიყურება ბაბუ.
ასაკი-99 წელი, 89 წელია რაც სოსიოა, ძაან მაგარია.
ლაპორტას მისცემს ხმას უეჭველი.