workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე დაისვენებს? | 2 სახის ტაქტიკური მონახაზი “ოსასუნასთან”

დემბელე დაისვენებს? | 2 სახის ტაქტიკური მონახაზი “ოსასუნასთან”

ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონა” “ოსასუნას” ესტუმრება და წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას შეეცდება. 

კატალონიელები კოპა დელ რეის ფინალში გასვლით კარგ ხასიათზე არიან და “ელ სადარიზეც” 3 ქულის მოპოვებას აპირებენ. პირველ წრეში “ბარსამ” მეტოქე “კამპ ნოუზე” მარტივად, ანგარიშით 4-0 დაამარცხა. ქვემოთ ორ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელთაგან ერთ-ერთიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა “ოსასუნასთან” გამოიყენოს.

ვარიანტი N1

უკანა ხაზში 3 ცენტრალური მცველის განწესება “სევილიასთან” ორივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კატალონიელთათვის წარმატების მომტანია. 

ნახევარდაცვის ხაზში მეტი ფეხბურთელის ყოფნა გუნდს “ოსასუნას” დაცვითი ბარიერების დაძლევაში დაეხმარება. დიდი ალბათობით, მასპინძელი სწორედ ზედმეტად ჩაკეტილ თამაშს მიანიჭებს უპირატესობას. 

ვარიანტი N2

მირალემ პიანიჩმა ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა, ის “ოსასუნასთან” საწყისი წუთებიდანვე მოედანზე ვიხილოთ. ამ შემთხვევაში შეტევაში თავის გამოჩენის საშუალება მარტინ ბრეითუეიტს მიეცემა. დანიელმა “სევილიასთან” გამარჯვების გოლი გაიტანა და ამიტომ სათამაშო დროს ნამვილად იმსახურებს. 

უსმან დემბელემ ზედმეტად დიდი ფიზიკური დატვირთვა მიიღო, მისი ტრავმიანობიდან გამომდინარე კი ლოგიკური იქნება, თუ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება.

შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • Araujo
    schedule 06 მარ 2021, 17:41

    თუ საქმე გაჭირდა დემბელე შემოვიდეს

  • nika 54
    schedule 06 მარ 2021, 16:56

    სქემები კარგია, მაგრამ მთავარი გუნდის განწყობაა. ირბენენ მოიგებენ. არ ირბებენ და მიიღებენ კადის ან უარესი პსჟ-ს შედეგს. როცა ვაქტიურობთ ყოველთვის უპირატესობა გვაქვს. წარსულს ჩაბარდა ბარსას დომინაცია: ნელი აუღელვებელი პასაობა, ლამაზი კომბინაციები და ასე შემდეგ. ყველამ ისწავლა ბარსასთან თამაში და ავტობუსების კი არა და უკვე ბეტონის კედლებს აგებენ. ამიტომ ბევრი მოძრაობა და მაღალი პრესინგი ერთადერთი გზაა ლიგაში რამის მიღწევისთვის, თორემ ოსასუნასთამ გამარჯვება შეიძლება მარტივად გადაწყდეს, მაგრამ ბევრს არაფერს ნიშნავს.

  • El pistolero 9
    schedule 06 მარ 2021, 15:07

    რახან მარტო 3 ჯანმრთელი ცენტრალური მცველი გვყავს დიდი ალბათობით სამივე არ იქნება ძირითადში.წინ დემბელე არ გვეყოლება

  • ბასქუ10
    schedule 06 მარ 2021, 12:41

    ვფიქრობ ამ შეხვედრაში 4-3-3 ფორმაციით გავა ბარსელონა, 3-5-2 ტაქტიკა ზედმეტად ბევრ ენერგია სმოითხოვს მითუმეტეს ფლანგის მცველებისთვის და არამგონია პსჟესთან მატჩამდე გუნდის ასე გადაღლა კარგი ვარიანტი იყოს

  • Always cule
    schedule 06 მარ 2021, 11:04

    ციტატა: ჩავი
    ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ კი იქეთ პესეჟესთან მატჩიც მოდის , მაგრამ ახლა აქ ოსასუნაა და ძალიან გადახალისება შემადგენლობისა არცისე კაი იქნება კი.ლიდერები უნდა დაასვენოს რომ პესეჟესთან 1% მაინც მაქვს რაღაც იმედი დანარჩენი 99% ღმერთს და გუნდის ფეხბურთელების. ახლა დღეს მე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი პირველ ტაიმში: ტერ შტეგენი,დესტი,უმტიტი,მინგესა,ფირპო,პიანიჩი,დე იონგი, მატეუს ფერნანდესი, ტრინკაო,გრიზმანი,კონრად დე ლა ფუენტე , თუ რამე ვერ გააკეთა ამ შეტევამ პირველ ტაიმში ანუ უპირატესობა არ შექმნა 2 ბურთიანი ან სამ ბურთიანი. მეორე ტაიმში შემოიყვანს : მესი-ტრინკაო, დემბელე-დე ლა ფუენტე , პედრი-მატეუს ფერნანდესი

    დე ლა ფუენტე არ არის განაცხადში

  • ჩავი
    schedule 06 მარ 2021, 10:47

    ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ კი იქეთ პესეჟესთან მატჩიც მოდის , მაგრამ ახლა აქ ოსასუნაა და ძალიან გადახალისება შემადგენლობისა არცისე კაი იქნება კი.ლიდერები უნდა დაასვენოს რომ პესეჟესთან 1% მაინც მაქვს რაღაც იმედი დანარჩენი 99% ღმერთს და გუნდის ფეხბურთელების. ახლა დღეს მე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი პირველ ტაიმში: ტერ შტეგენი,დესტი,უმტიტი,მინგესა,ფირპო,პიანიჩი,დე იონგი, მატეუს ფერნანდესი, ტრინკაო,გრიზმანი,კონრად დე ლა ფუენტე , თუ რამე ვერ გააკეთა ამ შეტევამ პირველ ტაიმში ანუ უპირატესობა არ შექმნა 2 ბურთიანი ან სამ ბურთიანი. მეორე ტაიმში შემოიყვანს : მესი-ტრინკაო, დემბელე-დე ლა ფუენტე , პედრი-მატეუს ფერნანდესი

  • Bakero
    schedule 06 მარ 2021, 01:05

    თუ დემბელე არ იქნება ტრინკაო ხომ ჰყავს , ცოტა სათამაშო დრო მაინც მისცეს დე ლაფუენტეს ვნახოთ რა შეუძლია ლენგლე/უმტიტი ერთად აუჰ ჩემ მტერს ორივე ზარალია ! ერთს შეცვლის მინგესათი მაგრამ მეორე ცენტრალურ მცველს რა ეშველება ? confused

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2021, 23:26

    ოსასუნასთან არაა აუცილებელი 3-5-2 ტაქტიკით თამაში მეორე ვარიანტი კაია ღონდ ალბას უმტიტის ბუსკეცის და ბრაიტვაიტის მაგივრად მინგესა ფირპო მორიბა და ტრინკაო

  • Joakim Brodén
    schedule 05 მარ 2021, 22:56

    პირველ ტაიმშივე 0-2 და შემოუშვას მერე მთელი ლა მასია თუ უნდა, ოსასუნაა მარა გასვლაზე არასდროსაა მარტივი თამაში, თან ასეთ მდგომარეობაში, როცა ყველა თამაში უეჭველი მოსაგებია

  • BarcelonaForever21
    schedule 05 მარ 2021, 22:40

    ზეგ რეალის მოგება გვინდა და მერე ჩვენზეა დამოკიდებული

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 22:36

    მთავარია 3 ქულა დადოს და თუ უნდა მეშვიდე ვარიანტით ათამაშოს.

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 22:34

    ბუსკეცი უნდა დაასვენოს

  • Bobi
    schedule 05 მარ 2021, 22:30

    ფოტოები არ გამიხსნა მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო კარგი ჩანს 😁
    დემბელე რაც არ უნდა იყოს ამ ტაქტიკით თუ აპირებს თამაშს შესანახია, მარტინი კი ისეთი მოტივირებული გამოვა გოლს გაიტანს სულ მცირე 😁💙😁