18 წლის ილაიშ მორიბას პროგრესით “ბარსელონაში” ყველა კმაყოფილია. Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტ როგეს ინფორმაციით, მორიბა მომდევნო სეზონში “ბლაუგრანას” პირველი გუნდის წევრი გახდება.
ნახევარმცველის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2022 წლამდეა ძალაში, თუმცა ახალი პრეზიდენტი მორიბას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
მორიბამ, რომელიც კატალონიური კლუბის აკადემიაში 2010 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” პირველ გუნდში 4 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

მშვენიერი 💞
ამას კი მურაბა შევარქვი და ვნახოთ როგორი ტკბილი იქნება.
მინგესას ნებისმიერ შემთხვევაში დააწინაურებენ, უმტიტის კიდე 90% ით გაუშვებენ, სანამ ტრავმა არ აქვს და თამაშობს ფასი თუ არა მსურველების რაოდენობა მაინც იმატებს. ლენგლეს კიდე მგონია რო არ გაყიდიან. რატომღაც ეგრე მგონია კი არადა დარწმუნებულიც ვარ. თუ რამე არ ქნა კიდე მწარე, მაგალითად გუშინ რო დანიშნულიყო პენალტი, რამე ეგეთზე ამოუვიდოდა ყელში ახალ პრეზიდენტსაც მარა ჯერ ჯერობით მგონია რო არ გაყიდიან. გარსია მოვა 99% ით და არაუხოს ტრავმიანობას და პიკეს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, მინგესას შეხვდება სათამაშო დრო. თან 5 მცველიან სქემაში კარგად ჯდება
ძალიან კარგი, ესეც და პუჩიც კარგები არიან და მინიმუმ 7-8 სეზონი ნახევარდაცვაში წესით პრობლემა არ უნდა გვქონდეს
კოლადო მინდა რომ მოსინჯონ ერთხელ, იქნებ იმსახურებს ისიც პირველ გუნდში შანსს
თუ ის 2 შავ-თეთრი ფრანგი გაუშვეს, დიდი ალბათობით მინგესასაც დააწინაურებენ.
ამას კი მურაბა შევარქვი და ვნახოთ როგორი ტკბილი იქნება.
კარგია, პიანიჩი გაუშვან და მაგის დრო მორიბას და პუჩის გადაუნაწილდეს. ვეინალდუმის მოყვანას ჩვენიანისთვის სჯობს შანსის მიცემა, საერთოდ არ მინდა მაგის ნახვა ბარსაში.
მინგესაც თუ დაწინაურდება კარგი იქნება, ბალდეს, კოლიადოს, აკომაჩს და ორელიანასაც უნდა მიეცეთ შანსი.
მინგესას დიდი ალბათობით მოტივაციის მოსამატებლად არ აწინაურებენ, ეტყობა თამაშის მანერაზე როგორი ხასიათიც ექნება და ბოლომდე იბრძოლებს დასაწინაურებლად 😁💙❤️
უმტიტი/ლენგლეზე მეტს უკვე თამაშობს… მაშინაც კი როცა ჯანზე არიან. ერიკ გარსიაც მოვა ამ ზაფხულს და რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება უკეთესია, ჩემი აზრით. პიკე; ლენგლე; უმტიტი; არაუხო; მინგეზა; გარსია. აქედან ალბათ ერთს ან მაქსიმუმ ორს გაუშვებენ: უმტიტის თუ ტრავმები არ მოიშორა ან ლენგლეს ფულის გამო თუ ვინმემ ბევრი გადაიხადა, სტაბილურობით მაინც არ გამოირჩევა. ორივე თუ გაუშვეს არც ეგ მეწყინება:) სამი ახალგაზრდა პლიუს პიკე დარჩება 2022_მდე.
ამ ასაკისთვის მშვენივრად თამაშობს.
მაგარი ბიჭია მორიბა.რაც გამოჩნდა უდიდესი პოტენციალი აქვს განვითარების
მე მინგესასაც დავუფასებდი და მივცემდი შანსს, მაგრამ ეგ ალბათ ლენგლე -უმტიტის დარჩენა/არ დარჩენის საკითხზეცაა დამოკიდებული, ეგენი თუ დარჩნენ მინგესას გაუშვებენ ალბათ სხვა გუნდში, ბარსა ბ-ში დაბრუნება უკვე თვითონ აღარ ენდომება.
ვიენალდუმის მოყვანას ჯობია ეს დაწინაურონ და სათამაშო დრო მისცენ უფრო მეტი