workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანკ არტიგა: მორიბას “ბარსელონას” ფილოსოფია კარგად ესმის

ფრანკ არტიგა: მორიბას “ბარსელონას” ფილოსოფია კარგად ესმის

“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ფრანკ არტიგა, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ წავიდა, ილაიშ მორიბაზე საუბრობს. 

ილაიშმა “კამპ ნოუზეც” იგივეს გაკეთება შეძლო, რასაც ქვედა დივიზიონების მოედნებზე ახერხებდა. მისი საუკეთესო თვისება ისაა, რომ “ბარსელონას” თამაშის ფილოსოფია კარგად ესმის. 

– ამბობს არტიგა. 

ახალგაზრდულ გუნდებსა და “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში თავის გამოჩენის შემდეგ პირველ გუნდში მორიბას დებიუტი 21 იანვარს, “კორნელიასთან” თასის შეხვედრაში შედგა. ამის შემდეგ მას შანსი ლა ლიგაშიც მიეცა და გუნდთან შეწყობა ადვილად მოახერხა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 01 მარ 2021, 13:09
    #7

    კარგია რომ ის სერიოზული შეცდომა დაივიწყა და უფრო ენერგიულად ათამაშდა.

  • me da barca
    schedule 28 თებ 2021, 18:28
    #6

    შეეშვით უაზროდ ფულის ფლანგვას და დრო მიეცით ბარსას აღზრდილებს, შეისისხლხორცეთ ეტაპობრივად, არ დაჭირდებათ არც ადაპტაციის გავლა და არც ბარსას ფილოსოფიაში გარკვევა.

  • Bakero
    schedule 28 თებ 2021, 18:04
    #5

    კუმანს რომ მეტი სათამაშო დრო მიეცა ადრე ეხლა უკვე გუნდთან ბოლომდე ინტეგრირებული იქნებოდა პედრივით პირველ გუნდში

  • Bobi
    schedule 28 თებ 2021, 16:09
    #4

    მეტი დრო მორიბას. ძალიან კარგი თაობა მოდის და მორიბაც ერთ-ერთი მათგანია. გუშინაც როგორი პასი გაუკეთა მესის, თუმცა პასს რომ ტავი დავანებოთ, აშკარად ესმის თამაში. ბევრ მცირე სათამაშო ეპიზოდში მომეწონა მე, რომელსაც დეტალები ისე სიღრმისეულად არ მესმის, აი კუმანი უკეთესად დაინახავდა ნამდვილად 😁💙❤️

  • El pistolero 9
    schedule 28 თებ 2021, 13:46
    #3

    ბარსა ბ-დან მოდის თაობა.მორიბა დასაწინაურებელია,კონრადიც და კოლადოც,მინგესა ისედაც ძირითადი გუნდის წევრია უკვე.

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2021, 13:42
    #2

    ბარსას აკადემიის აღზრდილია და სხვანაირად არ შეიძლება რო იყოს <3

  • GiorgiGabe99
    schedule 28 თებ 2021, 12:19
    #1

    კიდევ უნდა მიცეს შანსი მორიბას კუმანმა შეიძლება სევილიასთან ძირითადშიც რო დააყენოს პედრის არყოფნაში ძაან კარგი იქნება