“ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე “ოსპიტალეტი” გაანადგურა (6-0). გოლები რეი მანაიმ (2), ილაიშ მორიბამ, არნაუ კომასმა და ალექს კოლიადომ (2) გაიტანეს.
“ბარსელონა ბ-ში” ასევე შედგა “ჟუვენილ ა-ს” ფეხბურთელის, გავის დებიუტი.
ახალგაზრდა ბლაუგრანელები სატურნირო ცხრილში 23 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ. მომდევნო შეხვედრას გარსია პიმიენტას გუნდი 28 თებერვალს “ლეიდას” წინააღმდეგ გამართავს.





ამათმაც ვერ ამოაღწიეს ამ ქვესკნელიდან.
ვითომ კარგი მომავალი მოდის?
ესენიც კაი ფეთხუნები არიან, ყველაზე ძვირფასი ქულები ბოლო ადგილოსნებთან აქვთ დაკარგული