“მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ “ბარსელონას” ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ? მესი. შესაძლოა, ეს მარტივი პასუხია, მაგრამ ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
– შოუს ამ სიტყვებს RouteOneFootball ციტირებს.
ცნობისთვის, შოუს მესის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მოხდა, რომელიც “ბარსელონამ” შოუს ავტოგოლის წყალობით 1-0 მოიგო.
ამაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ…
ისედაც ვიცით და იცის ყველამ.რაღაც ახალი ითქვას ხოლმე რაც არავინ იცის.
ეგ შოუც ძან მაგარი მცველი იქნებოდა რომარა ხშირი ტრავმიანობა..
დაიცა მოვიდეს ზაფხულში პრემიერ ლიგაში მერე ნახე მესისთან თამაში როგორია