“წითელ ეშმაკთა” ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.
მოგეხსენებათ, გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” ეწვია და ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-20 წუთზე მასპინძელთა განაპირა მცველმა ლუკ შოუმ ლეო მესის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც გაფრთხილება დაიმსახურა.
შედეგად, ყვითელი ბარათების დაგროვების გამო, ის “ნოუ კამპზე” განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც მანჩესტერელთათვის ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება.
შეგახსენებთ, მატჩის ერთადერთი ბურთი სწორედ შოუმ გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში.