ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. პრეზიდენტის განცხადებით, კლუბი დეპაის “ბარსელონაში” გაშვებაზე თანახმა იყო.
ჩვენ დავეხმარეთ დეპაის “ბარსელონაში” გადასვლაში, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მე ყოველთვის მინდოდა, რომ ის კლუბში დარჩენილიყო, თუმცა მან ჩვენი წინადადება არ მიიღო. ეს თავგადასავლის დასასრულია.
– “ლიონის” პრეზიდენტის სიტყვებს Le progrés ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაის კონტრაქტი “ლიონთან” 2021 წლის ზაფხულში იწურება.

მოკლედ ეს მოყავთ მაინც, თუ ჰოლანდი, მბაპეზე აქვთ გეზი აღებული.
ნუ გასაგებია მაგრამ დაბალი დონეა დეპაი…საქმეც მაგაშია რომ ზუსტად იგივეე დონეა დემბელე ტრინკაო ტუმცა 5 მილიონად ღირს
5 მილიომი ვერ გაიმეტეს
1-4 რაიყო, თუ 1-2 მაინც წაეგოთ. ფუ ესეთ შედეგსაც და თამაშის ხარისხსაც.
მოიყვანენ ახლა დეპაის, ვეინალდუმს, გარსიას და სხვა საშუალო დონის ფეხბურთელებს და გაგრძელდება იგივე.განა ეს ხალხი ცუდია,მაგრამ როცა ძირითადი ბირთვი სუსტია ნახევრად სათადარიგო ფეხბურთელები ვერაფერს შეცვლიან. მერე სანამ ხავი გუნდს თავის გემოზე მოაწყობს კი გავა 2-3 წელი. ჰოლანდი კუნდე და მისნაირები დაივიწყეთ. მარტო უფასო ტრანსფერები იქნება.
კუმანს კი მიაბუნძულებენ სადაცაა და ვიღას ჭირდება დეპაი? არაფერი დასრულებული თქვენთანაა ჯერ ისევ😂