“ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ზეგ გასამართ მატჩს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება ბიორნ კუიპერსის ხელმძღვანელობით. კუიპერსის ასისტენტები – სანდერ ვან რუკელი და ერვინ ზეინსტრა იქნებიან.
ვიდეორეფერის ოთახიდან კუიპერსს პოლ ვან ბუკელი და მისი ასისტენტი, დენის ჰიგლერი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრი – სერდარ გოზუბუიუქი იქნება. “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენის” პირველი დაპირისპირება ზეგ, “კამპ ნოუზე” გაიმართება.
ბიორნ კუიპერსი და “ბარსელონა”
“ბარსელონამ” კუიპერსის მსაჯობით 10 თამაში ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ 10 თამაშში, კუიპერსმა “ბარსელონას” სასარგებლოდ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქეს კი 2 ფეხბურთელი გაუძევა.
პირველი შეხვედრა 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, როდესაც “ბარსამ” კიევის “დინამო”, “კამპ ნოუზე”, 2:0 დაამარცხა.
2010 წელს, ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, კატალონიელები “შტუტგარტს” ეწვივნენ და 1-1 ითამაშეს.
2011 წელს, ევროპის სუპერ თასზე, “ბლაუგრანამ” “პორტუს” სძლია, ანგარიშით 2-0.
2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ბარსელონამ” “მილანი”, საკუთარ კედლებში, 3-1 დაამარცხა.
მომდევნო სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიელები “სელტიკთან” გლაზგოში დამარცხდნენ – 1-2.
2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსა” პსჟ-ს დაუზავდა, ანგარიშით 1-1.
2015 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსელონამ” “რომასთან” სტუმრად 1-1 ითამაშა.
2017 წელს, 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონა” და “იუვენტუსი”, “კამპ ნოუზე”, უგოლოდ დაზავდნენ.
2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბარსელონამ” შინ “ლივერპული” დაამარცხა 3-0.
2019 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსელონამ” სტუმრად “ინტერი” დაამარცხა 2-1.




თარსია რატოა მოგვაგებინა, მეორე თამაშზე გარანტიას ხო არ მოგცემდა. თარსი ჩაკირია რობერტსონი რო არ გააგდო ლეოს თავში ჩარტყმისთვის.
2011 წელს, ევროპის სუპერ თასზე, "ბლაუგრანამ" "პორტუს" სძლია, ანგარიშით 2-0.
ამ თამაშში ლეოს გოლი იყო კარგი, მეკარეს რო დაუბრუნეს და პირდაპირ ლეოს რო გადააწოდეს. ადგილზე მოატყუა მეკარე ტანის მოძრაობით და ისე გაიტანა. სასწაულ ფორმაში იყო მაშინ.
იმედია ლივერპულათან პირველ თამაშში ნაჩვენები შედეგები განმეორდება!
ალავესთან ვერ გადაურჩით გაშვებულ გოლს და როგორ გინდა პსჟ-ს გადაურჩეთ.
იღბლიანი არ ყოფილა ჩვენთვის, ლივერპულთან პირველ თამაშში ეს იყო, მაგრამ მსაჯი არ გვაინტერესებს უნდა მოვიგოთ ყველა ვარიანტში და თავიანთი ადგილები უნდა მივუჩინოთ ზოგ-ზოგიერთებს, ძაან რო გაბლატავდნენ.
მინიმუმ 2-0 თუ მოვიგეთ კაია იმიტო პესეჟე როწამოვა დიდი ძალისხმევით შეტევაზე კონტრაზე შეგვᲘძლია რო დავიჭიროთ და რო შევუგდოთ 1 დამთავრებული იქნება თამაში
მინიმუმ 2-0 თუ მოვიგეთ კაია იმიტო პესეჟე როწამოვა დიდი ძალისხმევითმეორე თამაში შეტევაზე კონტრაზე შეგვᲘძლია რო დავიჭიროთ და რო შევუგდოთ 1 დამთავრებული იქნება თამაში
თარსია მგონი ეს ლივესთან 3 გავიტანეთ და მაინც ვერ გავედით.
მთლად კაი ბედი არ მოაქვს ამ მსაჯს ჩვენთვის