workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირალემ პიანიჩმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

მირალემ პიანიჩმა რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა

“ბარსელონას” ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, მის ყოფილ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე და “ბლაუგრანას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

კრიშტიანუ საკუთარი სტაბილურობით და პროფესიონალიზმით შთამბეჭდავია. ის კონცენტრირებულია საკუთარ მიზნებზე: გოლები, გამარჯვება და სტატისტიკა. ლეო – ეს საჩუქარია, ეს პოეზიაა. მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევს, ეს მაგიაა. 

მესი კონცენტრირებულია ამ სეზონზე. მან ძალიან კარგად იცის, თუ რა იქნება მისთვის უკეთესი. ყველას სურს, რომ ის “ბარსელონაში” დარჩეს. თუ შენ კარგავ ლეოს, შენ კარგავ ბევრ რამეს. ის უნიკალური მოთამაშეა.

– პიანიჩის სიტყვებს Téléfoot ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 14 თებ 2021, 18:53

    ის უნიკალური მოთამაშეა… და მორჩა. ასეთები 20-30 წელიწადში ერთი თუ დაიბადება.

  • me da barca
    schedule 14 თებ 2021, 17:39

    ლეო-ეს საჩუქარია, ეს პოეზიაა.
    მეტი რა თქვას, როცა იმ ფონზე, როცა მასთანაც უთამაშია და სავარაუდოდ ცუდი ურთიერთობა არ ექნება.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 თებ 2021, 17:17

    შეფასებაში ობიექტურია.ისე ლეოს და კრიშტიანუს "დონეზე" არის უკვე და გადაასწრებს სადაცაა უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით. laughing არადა უნდა ვხვდებოდეთ ბოლოს და ბოლოს ამხელა სათამაშო დონე აქვს კაცს და სირცხვილია მაგის არდანახვა laughing .

  • გოგიბერიძე
    schedule 14 თებ 2021, 16:32

    აუ ერთი შენ იყო ისეთი როგორიც გეკადრება რომ იყო თუ გინდა თქვი მერე იგუაინი მირჩევნია მაგათო.

  • BEQA BARCA
    schedule 14 თებ 2021, 15:13

    ვერც ერთზე თქვა რომელიაო საუკეთესოო. არცერთს არ უღალატა..

  • M10 S9 D11
    schedule 14 თებ 2021, 14:51

    საბოლოოდ რაო? არც მწვადი დავწვი და არც შამფურიო?