“პარი-სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ნეიმარის ტრავმაზე ისაუბრა. ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონასთან” პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
“არ ვიცი, ითხოვს თუ არა ნეიმარი ბრაზილიაში გამგზავრებას [აღდგენითი პროცესისთვის] მაგრამ ეს სამედიცინო დანიშნულებაზე იქნება დამოკიდებული. ყოველთვის არსებობს იმედი, რომ აღდგენითი პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვიმედოვნებ, “ბარსელონასთან” განმეორებითი შეხვედრის წინ ის სრულ მზადყოფნაში იქნება. ნეიმარის მომზადება და მოტივაცია დიდებულია.
მას ძალიან უნდოდა “ბარსელონასთან” თამაში, სამწუხაროა, ის ძალიან ნაწყენია. ნეიმარი ასეთი თამაშებისთვისაა შექმნილი. ნეიმარის და დი მარიას დაკარგვა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ადაპტირება უნდა მოვახდინოთ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ამიტომ – ეს გუნდის გამოწვევაა.”
– პოჩეტინოს სიტყვებს ESPN ციტირებს.

მბაპემ რაო, მარტო მოვუგებო ბარსას?
ასეთი დაცვის ფონზე ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი ნეიმარი ვნახო მოედანზე 😁
ისე რატომაც არა, სხვა გუნდის წინააღმდეგ, შიგადაშიგ სიამოვნებს თვალს მისი ცრუ მოძრაობების ყურება 😆💙❤️
ისე მერამდენედ ემართება უკვე ამას ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ სულ იტრამვება
მაგრად გამიტყდა ნეი რო არ ითამაშებს,
მასთან ერთად უნდა გა#პატიურებულიყო პსჟ …
განმეორებითამდე კიბეზე დაგორდება და ტრავმა გაურთულდება, ან შეიძლება ბანანის ქერქზე აუსრიალდეს ფეხი. მოკლედ არჩევანი დიდი აქვს, რამეს მოიფიქრებს.
სინდისი და ნეიმარი=აქლემი და გალია
ბალი ორი შაურიაო, მეიმარმა. დედა აგინეთ, პუტა უძახეთ და რაც გინდათ ის დასჭექეთო
ნახეთ რა თქვენც, ვინ ააგდოთ სინდისზე.
არა მგონია ნეიმარს “პუტა მადრე”ს გამო უხერხულობა ეგრძნო…Albicelecte,
ისე უმაყურებლო კამპ ნოუზე რა უჭირდა?!
95 000 მაყურებლით გადაჭედილი კამპ ნოუ რომ "პუტა მადრეს" გიყვირის, ეგ იქნებოდა უხერხული, თორემ ეხლა?! დიდი არაფერი