workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის რუბიალესი პიკეს შესახებ: მსაჯების ღირსების ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია

ლუის რუბიალესი პიკეს შესახებ: მსაჯების ღირსების ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი, ჟერარ პიკეს გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობს.

როგორც მოგეხსენებათ, პიკემ ესპანელი არბიტრები მადრიდული კლუბების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

პიკეს სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება [სადისციპლინო] კომიტეტმა უნდა მიიღოს. ჩვენ ვაფასებთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მსაჯები სპორტული მოსამართლეები არიან და მათი ღირსების ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია.

– რუბიალესის სიტყვებს Cadena SER ციტირებს.

შესაძლოა, აზრის დაფიქსირების გამო, 34 წლის ფეხბურთელი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან მოკვეთონ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • სპარტაკი
    schedule 13 თებ 2021, 02:58
    #7

    მასე ხელშეუხებლები რომ არიან მოსამართლეები და მსაჯები მიტომ აქ ყველაფერ დედა მოტ…

    ჩვეულებრივ ყველა სპორტში არის თითქმის გასაპროტესტებელი ვარიანტი მიეცეს უნდა თამაშის მსვლელობისას ასე რთულ მომენტში მწვრთნელს გამოიყენოს ვარი ამის შემდეგ გადახედავს მსაჯი და მიიღოს გადაწყვეტილება და თუ იქნება ჯიუტი და უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაისაჯოს შესაბამისად

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 17:32
    #6

    ერთი შენი სპორტული მოსამართლეები არიან ღირსეულები და მეორე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოსამართლეები.

  • Albicelecte
    schedule 12 თებ 2021, 16:27
    #5

    ჰო, არბიტრაჟის საკითხია და მიკერძოებული სასამართლო/საარბიტრაჟო სისტემა მანდაც პრობლემა ყოფილა
    ჩვენთან პოლიტიკაში, მათთან სპორტში (რომელიც ასე თუ ისე პოლიტიკითაა ნასაზრდოები სამწუხაროდ)

    პიკეს არაფერი დაუყენებია ეჭვქვეშ მათი ღირსების შესახებ;
    პირდაპირ თქვა, რომ მათ ღირსება უბრალოდ არ გააჩნიათ barca-6

  • nika 54
    schedule 12 თებ 2021, 15:28
    #4

    ანუ, მადრიდისტა მსაჯი ვარ-საც რო არ უყურებს უკვე არ არის მიკერძოება? მე მგონი კანონიერი იქნება რომ, ფეხბურთელებს (კაპიტანს ან მწვრთნელს) მისცენ უფლება მიმართოს მსაჯს და ვარით მომენტის გადამოწმება მოითხოვონ. თუნდაც სამჯერ მთელი მატჩის განმავლობაში, როგორც ეს ტენისში კეთდება. თორემ ეხლა რა გამოდის მომენტი სახეზეა, მსაჯი კი არც კადრულობს გადამოწმებას, ვინაიდან ამის უფლება აქვს და სწორედ აქ ჩანს მიკერძოება.

  • M10 S9 D11
    schedule 12 თებ 2021, 15:14
    #3

    რეალია უკანალის ლოკვაც დანაშაულია

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 12 თებ 2021, 13:37
    #2

    თქვენს თავებში თუ ჩაიხედავთ მიხვდებით რომ ამ ადამიანს ტყუილი არ უთქვამს და უბრალოდ სიმართლე აგეწვათ,როგორც აფასებთ სიტყვის გამოხატულების თავისუფლებას უკვე გამოჩნდა დისკვალიფიკაციის მიცემით.ღირსების ეჭვქვეშ დასაყენებლად მისი ქონაა საჭირო.ლაპორტა იყოს უკვე პრეზიდენტად მოსული კბილებით დაიცავდა თავის ნებისმიერ ფეხბურთელს მაგრამ ახლა ვინაა დამცველი.

  • Don_Andresito
    schedule 12 თებ 2021, 12:34
    #1

    გაწელავენ ეს კრისები და რო დაბრუნდება მერე ააკრავენ დისკვალიპიკაციას. რამოსს ეთქვა აბა, ყურს მოიყრუებდა ყველა.