workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საპრეზიდენტო კანდიდატები აგუეროს გადმობირებას მესის გამო განიხილავენ

საპრეზიდენტო კანდიდატები აგუეროს გადმობირებას მესის გამო განიხილავენ

“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატები “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს გადმობირებას კვლავ მნიშვნელოვნად თვლიან. მათი აზრით, აგუეროს ტრანსფერმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ლიონელ მესის “კამპ ნოუზე” დარჩენას, ინფორმაციას The Athletic UK-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. 

32 წლის აგუერო, რომელიც მესისთან ერთად არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავს (2006 წლიდან) “მანჩესტერ სიტიში” 2011 წლიდან თამაშობს (379 მატჩი, 256 გოლი), მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო არგენტინელმა მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 08 თებ 2021, 18:33

    ლეოს დატოვება თუ გინდათ მაშინ სუარესიც და ნეიმარიც დააბრუნეთ და შეიძლება მართლა დარჩეს.

    ციტატა: ჯერემი რენერი
    შესანიშნავი იქნებოდა.. სუარესის ტკივილს შეუმსუბუქებდა მესის და ალბათ 100% დარჩება მესი ამ შემთხვევაში..
    ერთ ან ორ კარგ სეზონს გვაჩუქებს თან.. ბრეითუეიტს+დემბელეს ერთად აღებულს ჯობია აგუერო..


    ნამდვილად კარგი იქნებოდა თვითონაც ათამაშდებოდა, წელს გოლი არ გაუტანია, თან ნაკრებშიც იქნებ მოეკიდა ფეხი. ბარსაში კი თუ გადმოვა ხელფასი ნამდვილად უნდა დაიკლოს.

  • me da barca
    schedule 08 თებ 2021, 16:43

    თუ ასტრონომიულ ხელფასს არ მოითხოვს, იქ სადაც ბრეითვეითი გყავს, მოიყვანონ, მითუმეტეს უფასოა.

  • M10 S9 D11
    schedule 08 თებ 2021, 14:35

    ბრაიტვაიტის ყოლას ბევრად ჯობია თუ ჰალანდის მოყვანის საშუალება არაა მოიყვანონ ეს დეპაისაც მირჩევნია ფორვარდის პოზიციზა

  • ჯერემი რენერი
    schedule 08 თებ 2021, 13:20

    შესანიშნავი იქნებოდა.. სუარესის ტკივილს შეუმსუბუქებდა მესის და ალბათ 100% დარჩება მესი ამ შემთხვევაში..
    ერთ ან ორ კარგ სეზონს გვაჩუქებს თან.. ბრეითუეიტს+დემბელეს ერთად აღებულს ჯობია აგუერო..