“ბარსელონას” ტექნიკური შტაბი გუნდის მომდევნო შეხვედრაში რონალდ არაუხოს დასვენებას გეგმავს. ახალგაზრდა ურუგვაელმა მცველმა ბოლო 7 შეხვედრა, რომელთაგან 4-ს დამატებითი დრო დასჭირდა, სრულად ჩაატარა. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, მწვრთნელების აზრით მნიშვნელოვანია, რომ არაუხო “სევილიასთან” და “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი შეხვედრებისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს და ამიტომ მისი როტაცია გამორიცხული არ არის.
ჟერარ პიკეს არყოფნაში 21 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ყველაზე სტაბილურ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა, სამუელ უმტიტი და კლემან ლანგლე კი ნაკლებ ნდობას იმსახურებენ.
“ბარსა” ხვალ საღამოს “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება. ანდალუსიური კლუბი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება “სევილიასთან” გასამართ თასის ნახევარფინალს, ეს მატჩი 10 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ გუნდი “ალავესს” შეხვდება, 16 თებერვალს კი “პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით უმასპინძლებს.




კუმანმა ოქროს შუალედი უნდა მონახოს ისე, რომ არც ფეხბურთებმა მიიღონ ტრავმა და არც ქულები დაკარგონ.
დესტი ფლანგზე და მინგესა-უმთითი ცენტრში
თუ რამე და 3 ცენტრალურ მცველიანზეც შეიძლება, ლენგლეც დაარჭოს საფრთხობელად
დადგეს მინგესა არაა პრობლემა ოღონდ გვერდით უმტიტი უნდა მიუყენოს
https://www.youtube.com/watch?v=pIdPXm9Plo8
რონალდინიოს შვილი – ახალი საფეხბურთო მანქანა ! ვინ არის Joao Mendes , რომლითაც რონალდინიო ამაყობს !
რა რთული კალენდარი გვაქვს ბლეად
https://www.youtube.com/watch?v=goKyg3eICxk
ეს ნახეთ, მესი როიალზე უკრავს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს// ყოჩაღ ამას, მუსიკაზეც უვლია..

მოკლედ ყოველმხრივ გენიოსი გვყავს