workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანხელ კორეა: მესისთვის “ატლეტიკოს” კარი ღიაა

ანხელ კორეა: მესისთვის “ატლეტიკოს” კარი ღიაა

მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა შემტევმა, ანხელ კორეამ თავისი თანამემამულის, ლიონელ მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მას უკვე უთხრეს და მან იცის, რომ აქ კარი ღიაა. ვინ არ ისურვებდა გუნდში მესის ყოლას? ეს, შესაძლოა, ლა ლიგისთვის დიდი დანაკარგი იყოს. ის კვლავ საუკეთესოა და ყოველთვის ასე იქნება. რაც მან გააკეთა კარიერის განმავლობაში, არ ვიცი, ვიხილავთ თუ არა ამას კვლავ ოდესმე.

კორეამ ასევე ლუის სუარესის “ბარსელოადან” “ატლეტიკოში” ტრანსფერზეც ისაუბრა.

“ბარსელონა” არასწორად მოიქცა. პირველ რიგში, როგორ გაუშვეს მათ ცხრიანი, რომელიც მატჩებს იგებდა? ჩვენ ბედნიერები ვართ, ვინაიდან ის ახლა ჩვენთანაა.

ის წარმოუდგენელი თავდამსხმელია. როგორც ჩანს, ის ყოველ მიღებულ ნახევარ შანსს იყენებს და გააქვს. ის ასევე გუნდური მოთამაშეა, არამხოლოდ თავდამსხმელი, რომელსაც გოლების გატანა უნდა. ის ტაქტიკურად ძალიან კარგად მუშაობს და გუნდს ძალიან ეხმარება.

– ციტირებს ანხელ კორეას TyC Sports.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Bakero
    schedule 03 თებ 2021, 23:31
    #7

    ბიჭო შენ რა ჭამის მადა გაგეხსნა !

  • M10 S9 D11
    schedule 03 თებ 2021, 17:32
    #6

    კაი მთლად ნუ განაგლდით სუაც გეყოფათ

  • BEQA BARCA
    schedule 03 თებ 2021, 16:28
    #5

    ჯერ კიდე სუაზე მეშლება ნერვები და ეხლა მესი არაა!!!

  • El pistolero 9
    schedule 03 თებ 2021, 14:04
    #4

    ამას რატო ვერ ვხედავ არგენტინის ნაკრებში?მესის ლაპორტა გაუხანსგრძლივებს

  • MARADONA1968
    schedule 03 თებ 2021, 13:56
    #3

    ბარემ ნემოც დაიმატეთ და ატლეტიკოს გეყოლებათ მსნ

  • Barca for life
    schedule 03 თებ 2021, 12:54
    #2

    ციტატა: Coutinho14
    კაი ჩემო ძმაო სუარეზივით 1 მილიონად მოგყიდით არგინდათ? joy joy


    იდეაში სუარესი უფასოდ და ბონუსების სახით 6 მილიონის სანაცვლოდ გაუშვეს. მესი კიდე მთლად უფასოა, მთავარია თავად რას გადაწყვეტს მაგრამ არამგონია ამ ავტობუსის გუნდს შეუერთდეს თუ სადმე წავა სიტი იქნება სხვა არამგონია.

  • GiorgiGabe99
    schedule 03 თებ 2021, 12:42
    #1

    კაი ჩემო ძმაო სუარეზივით 1 მილიონად მოგყიდით არგინდათ? joy joy