ჟან-კლერ ტოდიბომ “ნიცასთან” შეთანხმებას მიაღწია – Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგ ცენტრალურ მცველს სეზონის დარჩენილი ნაწილის ლიგა 1-ის კლუბში იჯარით გატარება სურს, თუმცა შეთანხმებას “ბენფიკა” ეწინააღმდეგება.
ტოდიბო “ბენფიკასთან” სეზონის სტარტზე შეუერთდა, მაგრამ პორტუგალიელების ნდობა ვერ მოიპოვა და გუნდის მაისური მოედანზე სულ 2-ჯერ მოირგო. ამის მიუხედავად, ლისაბონური კლუბი იჯარის დროზე ადრე გაწყვეტას არ გეგმავს.
21 წლის ფეხბურთელი “ბარსელონამ” 2 წლის წინ დაიმატა, ახლა კი “ბლაუგრანას” მესვეურები მასზე დიდ იმედებს არ ამყარებენ და მის შენარჩუნებაზე მეტად სარფიან ტრანსფერზე ფიქრობენ


ან დააბრუნონ ან გაყიდონ, მე პირადად მომწონს მისი სათამაშო სტილი და მინდა რომ დააბრუნონ და არაუხოსთან ერთად მოსინჯონ
არც ათამაშებენ და არც უშვებენ? ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები.
რატო აწვალებენ ამ ბიჭს დააბრუნონ რაა
BEQA BARCA,
უპამეკანოს ბაიერნი ყიდულობს ალაბას შემცვლელად
არაუხო ამას გაცილებით ჯობია.
1 საათში ქალების კლასიკოა წარმატებები ჩვენ გოგოებს!!!
ხო შეუკიკინა ბენფიკამ აბ ბიჭს რააა! ჩაერიონ ესენიც და ან თამაში დააძალონ ან გააშვებინონ. ბენფიკას სკამზე ჯდომა რა ჯანდაბად უნდა აბა🤬
ბენფიკა მაინც არათამაშებს და რატომ ბლოკავს მის ტრანსფერს ? ან როცა ფეხბურთელი არენდით ყავს აყვანილი რა უფლება აქვს განუსაზღვროს სად გადავა და სად არაა სრული გამოსყიდვა ხომ არ აქვს …
გარსიას მაინც ჯობია ჩემი აზრით!! უპამეკანოს ფული არ გვაქვს თორე მაგარს გაასწორებდა!